გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 30 აპრილს 10:40-დან 20:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ახატანი, ჭოპორტი, ბიწმენდი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 11:00-დან 19:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი, კახოიანები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 11:10 საათამდე და 16:50-დან 17:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში არაგვისპირი, ბიჩნიგაურები, ბოდორნა, გურგალველი და მიმდებარე სოფლებში; 17:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთში სტალინის, მწითურის, მთვარელიანის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
