Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზსა და განათლებაზე კამათი იყო

April 29, 2026
მეუფე ნიკოლოზის თქმით, სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზსა და განათლებაზე კამათი იყო

სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზთან და განათლებასთან დაკავშირებით კამათი იყო – ამის შესახებ “ტვ პირველს” ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი [ფაჩუაშვილი] უყვება.

“ტვ პირველთან” ინტერვიუში მიტროპოლიტი არ მალავს, რომ ასაკობრივი ცენზის და განათლების გამო კანდიდატების დაბლოკვა, მისთვის უსამართლოა. სასულიერო პირის განცხადებით, ეს სინოდის სხდომაზეც დააფიქსირა, დღეს კი წმინდა სინოდს წერილითაც მიმართა.

მაღალი იერარქის თქმით, განათლების საკითხი კენჭისყრაზე რომ გასულიყო, ის აუცილებლად მოიხსნებოდა, რადგან როგორც მეუფე ამტკიცებს, სინოდის ხმები განათლებასთან დაკავშირებით თითქმის ნახევარზე გაიყო.

სასულიერო პირის მონაყოლით ასევე ირკვევა, რომ სხდომაზე მხოლოდ აღნიშნულ საკითხებზე კამათის შეწყვეტა გადაწყდა, რომლის ინიციატივითაც მეუფე შიო გამოვიდა.

კითხვაზე – შეეძლო თუ არა მოსაყდრე შიოს კამათის შეწყვეტის ნაცვლად დაეყენებინა ხმის მიცემა განათლების საკითხსა და ასაკზე – ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ამბობს, რომ “რა თქმა უნდა შეეძლო”.

“ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ კამათი შევწყვიტოთ, მაგრამ თვითონ კამათის საგანი კენჭისყრაზე არ ყოფილა. 70 წლის და 3 თვის – ასე არ იანგარიშება. თქვენც რომ გკითხოთ ახლა, რამდენი წლის ბრძანდებით, თქვენ ახლა იმას არ იტყვით, რომ ხართ ამდენი წლის და ამდენი თვის. 70-ზე მეტი წელი არის 71 ხო? ეს არის ჩემი აზრი, რომელსაც იზიარებს ბევრი ადამიანი, მაგრამ არ ვიზიარებ ერთ რამეს, რომ განათლების დამადასტურებელი არ შეიძლება იყოს ქაღალდი. საერო სასწავლებელში კი ბატონი, ის სხვანაირად არის სისტემა მოწყობილი, მაგრამ ეკლესიაში ჩვენი პრაქტიკებიდან გამომდინარე ძალიან ბევრი შემთხვევაა, როდესაც ეს ქაღალდი ფიზიკურად არ არსებობდა.

იყო კამათი იქ და მე დავაფიქსირე ეს აზრი ასეთნაირად. იქ ლამის შუაზე გაიყო სინოდის ხმები ამ განათლებასთან დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ კენჭისყრაზე რომ დამდგარიყო, ეს საკითხი მოიხსნებოდა, მაგრამ არ დადგა და უბრალოდ კენჭისყრა დადგა იმაზე, რომ შეწყდეს კამათი და შევწყვიტეთ კამათი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს დარჩა ესე.

კამათის შეწყვეტის ინიციატივა იყო კრების თავმჯდომარის, ანუ მოსაყდრე შიოსი. (კითხვა – მოსაყდრეს შეეძლო კამათის შეწყვეტის ნაცვლად დაეყენებინა ხმის მიცემა განათლებასა და ასკზე?) რა თქმა უნდა შეეძლო, ყველაფერი შეეძლო. იცით რა, რაც მოხდა უკვე მოხდა და ჩვენ ეს მივიღეთ და მე ხელი მოვაწერე ამას და ახლა ამის შეცვლა შეუძლებელია. ახლაც მგონია, რომ ეს აზრი არასწორია, მაგრამ სინოდის უმრავლესობის გადაწყვეტილებას ვემოჩილები და ვაგრძელებთ ჩვეულებრივად ამ სინოდში ყოფნას”, – ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მამუკა მდინარაძე სახელმწიფო მინისტრად დაამტკიცეს
  • ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
  • სინოპტიკოსები მოსახლეობას მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge