დედოფლისწყაროში საკრებულოს წევრი დავით გონაშვილი სპორტდარბაზში გულის შეტევით გარდაიცვალა – ინფორმაციას მთავარი ამბები კახეთიდან ავრცელებს და წერს, რომ ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება.
