Wednesday, April 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

დაპირისპირება მარნეულში – პროტესტის შემდეგ, დაკავებული ფერმერები გაათავისუფლეს

April 29, 2026
დაპირისპირება მარნეულში – პროტესტის შემდეგ, დაკავებული ფერმერები გაათავისუფლეს

პროტესტი მარნეულში – სოფელ შულავერის ცენტრში ამ დრომდე უამრავი ადამიანია შეკრებილი და ფასების რეგულირებაში სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ცოტა ხნის წინ კი ადგილზე უკიდურესად იყო დაძაბული ვითარება. ერთმანეთს ფერმერები და პოლიცია დაუპირისპირდა, იყო ხელჩართული ჩხუბი, რის შემდეგად ორი ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილეებმა დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის უკიდურესი ფორმა დააანონსეს, რის შემდეგად დაკავებული ორი ფერმერი ხელწერილის საფუძელზე გამოუშვეს.

“ჩვენ ახლა ვითხოვთ, რომ დაკავებული ორი პირი გათავისუფლდეს. რატომ დააკავეს ეს ადამიანები – იმის გამო, რომ თავისი აზრის გამოხატვა და უფლებები მოითხოვა? თუ არ გაათავისუფლეს, ხვალ უფრო მეტი ხალხი გამოვალთ და გადავკეტავთ გზას. აქ შკრებილები ითხოვენ იმას, რომ საზღვარგარეთიდან შემოსული პროდუქციის ფასები კონტროლის ქვეშ იყოს და მთავარი ყურადღება ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე იქნას გადატანილი. ჩვენ გვინდა ჩვენი ხალხის შრომა იქნას დაფასებული”, – ამბობს აქციის მონაწილე.

ქუჩაში გასული ხალხი აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოსულ ბოსტენულზე ფასების კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ, ამბობენ, რომ თავად “ოცნების” პოლიტიკის გამო გაკოტრებამდე მივიდნენ.

ფერმერებმა მარნეულის მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა დაურ ისმაილოვი მათთან შესახვედრად არ მივიდა, ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა გადაწყვიტეს, რა დროსაც ადგილზე პოლიცია მივიდა და დაპირისპირება დაიწყო.

“ჩვენ აქ შევიკრიბეთ და ვითხოვთ იმას, რომ თურქეთიდან,ირანიდან და აზერბაიჯანიდან შემოსული პროდუქტების ფასებზე კონტროლი იყოს. იქიდან იაფი პროდუქტი შემოდის და ჩვენ ადგილობრივების პროდუქტები უფრო იაფდება. ყველას ბანკებში ვალები გვაქვს და ასეთ ვითარებაში ჩვენი ოჯახების შემოსავლები სავალალო მდგომარეობაში არის”- ამბობს აქციის მონაწილე.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ადგილიდან ფეხს არ მოიცვლიდნენ, სანამ მათ მერი არ დაელაპარაკებოდათ, სოფლის ცენტში მერის მოადგილე, გიორგი გოდაბრელიძე მივიდა და ხალხს უთხრა, რომ დაურ ისმაილოვი მათ რამდენიმე დღეში შეხვდება.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მაისის დასაწყისში საქართველოში სონატა კოლტერი ჩამოდის – “ტვ პირველი”
  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • “იაფფასიანი სპეკულაციები, რომ მთელი პენსიის დახარჯვა უწევთ პენსიონერებს მედიკამენტებში, სწორი არ არის” – მიხეილ სარჯველაძე

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge