თბილისში პარკინგის ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 181.6%-ით გაიზარდა – 3 თვეში ხაზინა 5.4 მლნ ლარით შეივსო – ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე) მიხედვით, წელს იანვარ-მარტში პარკირების ჯარიმებიდან ბიუჯეტში 5 440 758 ლარი შევიდა, წინა წლის იგივე პერიოდში 1 932 071 ლარი.
აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა.
ირკვევა, რომ ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს 3 თვეში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან ხაზინაში 79 697 775 ლარი შევიდა, 2025 წელის ანალოგიურ პერიოდში – 38 702 890 ლარი.
რაც შეეხება 2025 წლის სრულ მაჩვენებელს, შარშან ბიუჯეტში აღნიშნული დარღვევიდან ბიუჯეტში ჯამში 17 527 091 ლარი შევიდა.
ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.
