Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ნაძალადევში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

July 3, 2026
ნაძალადევში მომხდარი ავარიის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც 65 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი – “ტვ პირველის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პენსიონერი თამილა კაზალიკაშვილი სახლიდან ფეხით ცოტნე დადიანის ქუჩაზე გადაადგილდებოდა, როდესაც მას მანქანით რუსეთის მოქალაქე ქალი დაეჯახა.

იმას, რომ ავარიის საქმეზე სწორედ რუსეთის მოქალაქეა დაკავებული, “ტვ პირველს” უდასტურებს მისი ადვოკატიც.

იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქე საქართველოში საცხოვრებლად რამდენიმე წლის წინ ქმართან ერთად გადმოვიდა.

“ტვ პირველის” ინფორმაციით, ავტომობილს მძღოლი რუსეთში გაცემული მართვის მოწმობით მართავდა. ის ახლა დაკავებულია და 24 ივნისს პატიმრობაც შეეფარდა.

ადვოკატის მტკიცებით, ბრალდებული პენსიონერს განზრახ არ დასჯახებია და არც ადგილიდან მიმალულა.

“ეს იყო ტექნიკური შეცდომა… ხანდახან ხდება ხოლმე” – ამბობს უფლებადამცველი “ტვ პირველთან”.

“მეც ვნახე სოციალურ ქსელში ზოგადად დამოკიდებულება ამ ქალბატონის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მოქალაქე არის, მაგრამ მეუღლე ჰყავს უკრაინის მოქალაქე. დიდი ხანია საქართველოში იმყოფებიან და არანაირი კავშირი არ აქვთ არც უკრაინასთან და არც რუსეთთან. აქ ცხოვრობენ და აქ მოღვაწეობენ. ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა, მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე. სპეციალურად რომ მოეკლა მაშინ განზრახ მკვლელობა იქნებოდა და არა ავტოსაგზაო შემთხვევა. გამორიცხულია აბსოლუტურად სხვა განზრახვა, ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანაქანის ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი. არსად გაქცეულა განსხვავებით სხვებისგან, რომლებიც გარბიან და ტოვებენ. იქვე იყო, დარჩა, დააკავეს ადგილზე, ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები და მოკლედ, დაკავდა”, – აცხადებს ადვოკატი.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტნე დადიანის ქუჩაზე 21 ივნისს მოხდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი მედვედევი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ჩავიდა
  • რა ინფორმაცია ვრცელდება კაცზე, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა
  • დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge