Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თბილისის ქუჩები, სადაც ხვალ მოძრაობა იზღუდება

July 3, 2026
პარლამენტში ხელახლა დაინიცირდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდის ითვალისწინებს

თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

,,მუსიკალურ ფესტივალ Tbilisi Open Air 2026-თან დაკავშირებით, 4 ივლისის 10:00 საათიდან 6 ივლისის 01:00 საათამდე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ე.წ. ლისის წრის მიმდებარედ, ლეო კვაჭაძისა და ტოგო გუდავას ქუჩების კვეთიდან ლისის ტბის მიმართულებით ავტომობილები მოძრაობას შეძლებენ ცალმხრივად, მხოლოდ წრიდან იოსებ კეჭაყმაძის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეჭაყმაძის ქუჩიდან თხინვალასა და ავთო ვარაზის ქუჩის გავლით, ბესარიონ ჟღენტისა და პაატა დათუაშვილის ქუჩების მიმართულებით. ჟღენტისა და დათუაშვილის ქუჩებიდან კი ავტომობილები არსებული მარშრუტით შეძლებენ ყველა შესაძლო მიმართულებით მოძრაობას.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N102 და N363 ავთო ვარაზის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებენ დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას, ვარაზის ქუჩას დაუკავშირდებიან თხინვალას ქუჩის საშუალებით, ნაცვლად კეჭაყმაძისა და ლეო კვაჭაძის ქუჩებისა. ამის შემდეგ აღნიშნული ავტობუსები დადგენილი სქემით გადაადგილდებიან.

N329 ავტობუსი კვაჭაძის ქუჩიდან თხინვალას მიმართულებით იმოძრავებს დადგენილი სქემით, ხოლო უკუმიმართულებისას თხინვალას ქუჩით დაუკავშირდება ავთო ვარაზის ქუჩას. შემდგომ გააგრძელებს მოძრაობას დათუაშვილისა და ამაშუკელის ქუჩებზე, რის შემდეგაც ბერიტაშვილის ქუჩის გადაკვეთიდან იმოძრავებს დადგენილი სქემით.

6 ივლისის 01:00 საათიდან 10:00-მდე გზის აღნიშნული მონაკვეთი დაუბრუნდება არსებულ მდგომარეობას და ავტომობილები ორივე მიმართულებით შეძლებენ გადაადგილებას”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი მედვედევი თეირანში ირანის უზენაესი ლიდერის, ალი ხამენეის გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე ჩავიდა
  • რა ინფორმაცია ვრცელდება კაცზე, რომელიც აბაშაში, “საქართველოს ბანკში” შეიჭრა
  • დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი 2 არასრულწლოვანს დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge