თბილისში, აგლაძის ქუჩაზე კაცი ყელის არეში დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს, მას სამედიცინო დახმარება უტარდება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
