Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განხორციელდა – დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი

October 7, 2026
პოლონეთში, პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განხორციელდა – დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი

პოლონეთში ოსტროლენკას პროფესიული სასწავლებლის კომპლექსში დანით შეიარაღებულმა ახალგაზრდამ თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

RMF-ის ცნობით, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაშავდა, რომელთა შორის მასწავლებელიცაა. 2 დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც გამოცემა იუწყება, თავდამსხმელი სავარაუდოდ ამავე სკოლის მოსწავლე, 19 წლის ახალგაზრდაა. ის შემთხვევის ადგილიდან გაიქცა, თუმცა სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს.

„ძვირფასო მოქალაქეებო, ვადასტურებ, რომ დღეს ოსტროლენკაში მდებარე №4 პროფესიული სწავლების კომპლექსში სერიოზული ინციდენტი მოხდა, რომლის დროსაც ცივი იარაღი იქნა გამოყენებული. შედეგად, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები, რომლებიც უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ინციდენტის ყველა გარემოების საფუძვლიანად გარკვევაზე მუშაობენ. მოსწავლეებისა და პერსონალის უსაფრთხოების მიზნით, №4 პროფესიული სასწავლებელი დაიხურა. ამავდროულად, გავეცი განკარგულება, რათა თავიდან იქნას აცილებული უცხო პირების შესვლა ოსტროლენკის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებულ სხვა სასწავლებლებში. მოვუწოდებ მოსწავლეებს, მშობლებსა და პერსონალს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ სკოლის ადმინისტრაციისა და გადაუდებელი დახმარების სამსახურების მითითებების შესაბამისად“, – განაცხადა ოსტროლენკის მერმა პაველ ნიევიადომსკიმ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთადერთი კავშირი სამყაროსთან ეს ხიდია. შვიდი წელია იხვეწებიან გაკეთებას. ამის წინ ადამიანი გარდაიცვალა დეფიბრილატორის გადატანა დააგვიანდათ”- რას ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი
  • მასწავლებლის მკვლელობის საქმე – დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ
  • “საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა, შესაძლებელია, უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ჩვენ ბიუჯეტს 6.8%-იან პროგნოზზე ვგეგმავთ”- რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge