Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მასწავლებლის მკვლელობის საქმე – დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ

October 7, 2026
მასწავლებლის მკვლელობის საქმე – დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე – პროკურატურის მოწმეების გამოკითხვით მიმიდინარეობს ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნია იმნაძის და ანასტატია ბერუაშვილი პროცესი.

ჩვენებას მოსამართლეს 6 მოზარდი, მათ შორის ის მოსწავლეები მისცემენ, რომელებიც მოკლულ მასწავლებელთან ემზადებოდნენ.

პროკურორ ქეთი სონიძის განცხადებით, დღეს ასევე დაიკითხება ის ორი გამომძიებელი, რომლებიც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეს თავდაპირველად აწარმოებდნენ.

ნია იმნაძის და ანასტასია ბერუაშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარე წარმოადგენს მოწმეებს – ესენი გახლავთ ნია იმნაძის მათემატიკის სხვა ჯგუფელები, რომლებიც ასევე გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ მათემატიკაში ნია იმნაძესთან ერთად. ასევე დასაკითხად წარმოდგენილები იქნებიან გიორგი მალანიას ჯგუფის წევრები, რომელბიც ასევე გიგა ავალიანის მოსწავლეები იყვენენ. გარდა ამისა, დაიკითება ორი გამომძიებებელი, რომელიც ამ საქმეზე თავდაპირველად აწარმოებდა გამოძიებას, როცა გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სამმართველოს ჰქონდა წარმოებაში.

ჯგუფის წევრები უშუალოდ თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ აწვდიან, თუმცა მნიშვნელოვანია მათი ჩვენებები, იმიტომ, რომ ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, თუ როგორი მასწავლებელი იყო გიგა ავალიანი, როგორი ურთიერთობა ჰქონდა მას ბავშვებთან, ხდებოდა თუ არა გაცდენილი გაკვეთილების აღდგენა, რომელ საათზე ეწყებოდათ, როდის უმთავრდებოდათ, როგორი იყო ნია იმნაძესთან მასწავლებლის დამოკიდებულება, რომ ეს არ სცდებოდა კანონით და მორალით დადგენილ ნორმებს. ანუ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი მოწმეები არ არიან, მაინც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან.

მშობლების გამოკითხვა მოწმის სტატუსით მაშინ, როცა ისინი კანონიერი წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობენ საქმეში, მიზანშეუწონელია ამ ეტაპზე, თუმცა მომავალში მათ გამოკითხვას არ გამოვრიცხავ”, – ამბობს პროკურორი ქეთი სონიძე.

ნია იმნაძეს ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების წაქეზებას ედავებიან – დანაშაული 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რაც შეეხებაანასტასია ბერუაშვილს მას ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარუდგინეს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
საქმის მასალების მიხედვით, ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, რომ გიგა ავალიანი მის მიმართ “ზედმეტ ყურადღებას იჩენდა”, რითაც მან ალექსანდრე გაბაშვილი წააქეზა, თანამზრახველებთან ერთად თავს დასხმოდა გიგა ავალიანს.

პროკურატურის ინფორმაციით, საბოლოოდ, ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელიც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ე.წ. ჩორჩანას საქმე – გახარიას წინააღმდეგ სასამართლოში ჩორჩანას მიმდებარე სოფლიდან ადგილობრივები მიიყვანეს
  • ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე კლდოვანი მასის ჩამოსვლის გამო, შესაბამის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული რჩება – გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მეწყრულ უბანზე სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს
  • პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 18 და 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge