Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ე.წ. ჩორჩანას საქმე – გახარიას წინააღმდეგ სასამართლოში ჩორჩანას მიმდებარე სოფლიდან ადგილობრივები მიიყვანეს

October 7, 2026
ე.წ. ჩორჩანას საქმე – გახარიას წინააღმდეგ სასამართლოში ჩორჩანას მიმდებარე სოფლიდან ადგილობრივები მიიყვანეს

ე.წ. ჩორჩანას საქმე – გიორგი გახარიას წინააღმდეგ პროკურატურამ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩორჩანას მიმდებარე სოფლიდან ადგილობრივები მიიყვანა.

მოწმე ამტკიცებდა, რომ საგუშაგოს ჩადგმის შემდეგ მათ პრობლემები შეექმნათ. თუმცა დაცვის მხარისთვის ეს მოწმეები არასანდოები არიან.

ადვოკატი ბერდია სიჭინავა ამბობს, რომ ყველა ადგილობრივი მოწმე, ან “ოცნების” პარტიული მუშაკი ან ადგილობრივი სკოლის წარმომადგენელია.

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ აქ რომელი ადგილობრივებიც მოჰყავთ და ჰკითხავენ, კონკრეტულ შემთხვევაში ბევრი მათგანი დამოკიდებულია ხელისუფლებაზე და ისინი არც მალავენ ლოიალურ დამოკიდებულებას “ოცნების” ხელისუფლების მიმართ. შესაბამისად, აქამდე რა დაკითხული მოწმეებიც არიან, არ დაუმალავთ მათი პირდაპირი კავშირი “ოცნებასთან”. ზოგი არის ადგილობრივი საჯარო მოხელე, ზოგი არის “ოცნების” პარტიული მუშაკი, ზოგი არის ადგილობრივი სკოლის წარმომადგენელი. შესაბამისად, ამ ადამიანების მოწოდებული ინფორმაცია ბუნებრივია ვერ იქნება სანდო ძალიან მარტივი მიზეზის გამო – ეს ადამიანები მოწყვლადი არიან იქ, ადგილობრივი ხელისუფლების. შესაბამისად, რა პრინციპით შეარჩიეს საერთოდ ეს ადამიანები, რა პრინციპით არ ჰყავთ აქ სასამართლოზე გამოძახებული თვითონ ჩორჩანელები, ეს ჩვენს დასკვნით სიტყვაში ჩვენი პოზიციების წარმოდგენის საგანი გახდება” – ამბობს ბერდია სიჭინავა.

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ბრალდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. პროკურატურის ვერსიით, მან სოფელ ჩორჩანასთან დამატებითი საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. გახარიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25, 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტითა და 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომებრი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • “ყველამ კარგად იცის, რა ხდება სასჯელაღსრულების სისტემაში საქართველოში, რა სტანდარტებით მუშაობს, აქედან გამომდინარე, ხელოვნურ სპეკულაციებს ვერავითარი წარმატება ვერ ექნება”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე
  • ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია” მორიგი ევროპული პრემიერა ციურიხის საერთაშორისო კინოფესტივალზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge