Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

October 7, 2026
“მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბერი იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები”- რას ამბობს ირაკლი კობახიძე

ვინმე თუ გაიაზრებს, რომ არასწორი ქმედება ჩაიდინა და დანაშაული ჩაიდინა, თუკი ვინმე მოინანიებს ამ ქმედებას, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელი, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი.

„ჩვენ კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გავიმეოროთ ჩვენი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარებაზე, სინანულზე გვექნება შესაბამისი რეაგირება და რეაგირებაში იგულისხმება შესაბამისი პირების გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ 4 ოქტომბრის დანაშაული იყო უმძიმესი დანაშაული, ეს იყო ხელისუფლების გადატრიალების, დამხობის მცდელობა, ამის მიუხედავად, ჩვენ გამოვხატავთ კიდევ ერთხელ მზაობას იმასთან დაკავშირებით, რომ აღიარების შემთხვევაში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები.
რაც შეეხება ოპოზიციის რეაქციას, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს მათ მორალზე, ის, რომ თან არეულები არიან ამ განცხადებებში, ზოგი აქებს, ზოგი არ აქებს, ზოგი პირიქით, ლანძღავს ასეთ ადამიანებს, ზოგი ციხის გარეთ არის, თავად იყო ძალადობრივი პროცესების მონაწილე და ახლა იმას აკრიტიკებს, ვინც ციხეშია მოხვედრილი, ეს ხომ აბსოლუტურად გაუგებარია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს ამ ადამიანების მორალზე. რადიკალურ ოპოზიციაში არავის არ აქვს მორალი. არც ერთ ადამიანს რადიკალურ ოპოზიციაში არ აქვს მორალი. მათი შესაბამისი განცხადებები არის კიდევ ერთი დასტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, პაატა ბურჭულაძის შვილის განცხადებას როგორ შეაფასებდა, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის აბსოლუტურად დამახასიათებელი ახალგაზრდა ნაციონალებისთვის და ეს განცხადებაც ამის დასტურია.

„სხვა შვილების განცხადებებიც გვახსოვს, მაგალითად ჩახუნაშვილთან დაკავშირებით. ახალგაზრდა ნაცი არის გამორჩეული პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგიით, რაც არის ძალიან მძიმე მოვლენა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ პაატა ბურჭულაძის შვილმა, შუქრი ბურჭულაძემ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართეს. „რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე“, – დაწერა შუქრი ბურჭულაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თბილისი ენერჯი” განცხადებას ავრცელებს
  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
  • მნიშვნელოვანი ინფორმაცია მძღოლებისთვის

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge