Wednesday, October 7, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ნატა 16-17 წლის იყო, მე, დაახლოებით, 33-ის“ – ბაჩუკი ჩხვიმიანმა აღიარა ნატა ვიბლიანთან სექსუალური კავშირი, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს გაუპატიურება არ ყოფილა

October 7, 2026
“ნატა 16-17 წლის იყო, მე, დაახლოებით, 33-ის“ –  ბაჩუკი ჩხვიმიანმა აღიარა ნატა ვიბლიანთან სექსუალური კავშირი, თუმცა ამტკიცებს, რომ ეს გაუპატიურება არ ყოფილა

ჟურ­ნა­ლის­ტმა სა­ლო­მე ბო­კუ­ჩა­ვამ YouTube-არხ “სან­დო წყა­როს­თვის“მო­ამ­ზა­და რე­პორ­ტა­ჟი, რო­მე­ლიც ნატა ვიბ­ლი­ა­ნი­სა და სვა­ნეთ­ში წლე­ბის წინ მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ გახ­მა­უ­რე­ბულ საქ­მეს შე­ე­ხე­ბა.

რე­პორ­ტაჟ­ში დე­ტა­ლუ­რა­დაა მო­თხრო­ბი­ლი ნატა ვიბ­ლი­ა­ნის მძი­მე ბრალ­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ქალი, რო­მე­ლიც ემიგ­რა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა, 35 წლის შემ­დეგ ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რი­სა და სხვა და­ნა­შა­უ­ლე­ბის მსხვერ­პლი იყო.

მან ჩხვი­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხი პე­დო­ფი­ლი­ა­ში, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა­ში, ძა­ლა­დო­ბა­სა და მუ­ქა­რა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.
საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ და­ი­წყო. ნატა ვიბ­ლი­ანს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა. ვარ­შა­ვა­ში მისი გა­მო­კი­თხვა ჩა­ტარ­და, ამო­ღე­ბუ­ლია ნატა ვიბ­ლი­ა­ნი­სა და ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნის ნერ­წყვის ნი­მუ­შე­ბი, ხოლო სვა­ნეთ­ში 43 მოწ­მე გა­მო­ი­კი­თხა.

ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ნატა ვიბ­ლი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მძი­მე ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს, რე­პორ­ტაჟ­ში სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას პირ­ვე­ლად ვრცლად ჰყვე­ბა.

“ნატა 16-17 წლის იყო, მე, და­ახ­ლო­ე­ბით, 33-ის“
ჩხვი­მი­ა­ნი ადას­ტუ­რებს, რომ ნატა ვიბ­ლი­ან­თან სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, თუმ­ცა კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა­სა და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბას.

“ეს იყო 16 წლი­დან და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა მოხ­და 17-ში. ნატა იყო 17 წლის. მე ვიქ­ნე­ბო­დი მა­შინ 33 წლის.“

კი­თხვა­ზე, ჰქონ­და თუ არა მათ სექ­სუ­ა­ლუ­რი კავ­ში­რი, ჩხვი­მი­ა­ნი ამ­ბობს:

“კი, ახ­ლაც ვამ­ბობ მა­გას, რომ მთა­ში მოხ­და ეს ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა”…

იგი უარ­ყოფს ნატა ვიბ­ლი­ან­ზე ბავ­შვო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბას და ამ­ბობს, რომ 9 წლის ბავ­შვთან რა­ი­მე კავ­შირს გა­მო­რი­ცხავს.

“მდი­ნა­რის პი­რას მოხ­და ერთი შემ­თხვე­ვა. კი ბა­ტო­ნო, ეს იყო მე­სა­მე შემ­თხვე­ვა”.

თუმ­ცა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქტს ის არ ადას­ტუ­რებს. ჩხვი­მი­ა­ნი იხ­სე­ნებს, რომ წლე­ბის წინ მის წი­ნა­აღ­მდეგ მსგავ­სი ბრალ­დე­ბა ნატა ვიბ­ლი­ა­ნის დე­და­მაც წა­მო­ა­ყე­ნა.

შემ­თხვე­ვი­დან ოთხ დღე­ში მო­ზარ­დის დე­დამ სახ­ლში და­ი­ბა­რა, უთხრა, რომ მის სახ­ლში მო­ზარ­დზე ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი იყო და საქ­მის გარ­ჩე­ვა და­უ­წყო სახ­ლში. გა­გი­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­აო ჩემი შვი­ლიო და მის მერე იყო ეს, რომ და­მაბ­რა­ლეს, რომ და­მი­ცხრი­ლი­აო სახ­ლიო… – ამ­ბობს ის.

კი­თხვა­ზე, იყო თუ არა ის ია­რა­ღით მი­სუ­ლი სახ­ლში, ჩხვი­მი­ა­ნი პა­სუ­ხობს: “არა, არა, კაცო, რა, რა სი­სუ­ლე­ლე. წი­ვილ-კი­ვი­ლი, ერთი ამ­ბა­ვი ჰქონ­დათ.“

რას ამ­ბობს ნატა ვიბ­ლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბის ეპი­ზო­დებ­ზე
ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ვერ­სი­ით, ძა­ლა­დო­ბა ერთჯე­რა­დი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ქალი იხ­სე­ნებს შემ­თხვე­ვას, რო­დე­საც, მისი თქმით, ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი ძრო­ხის მო­საწ­ვე­ლად მი­სულს დახ­ვდა და მას­ზე იძა­ლა­და.

“ძრო­ხის მო­საწ­ვე­ლად მი­სუ­ლი ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი იქ მო­ვი­და, თა­ვი­სი საქ­მე გა­ა­კე­თა და მე იქ უგო­ნოდ და­მაგ­დო.“

ნატა ასე­ვე აღ­წერს სხვა ეპი­ზოდს, რომ­ლის შემ­დე­გაც, მისი თქმით, დე­და­მის­მა რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და დახ­მა­რე­ბის­თვის ოჯა­ხის წევ­რებს მი­მარ­თა.

“და­ვი­ფი­ცე, რომ ეს ტყუ­ი­ლია“
ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ხმა­უ­რი­ა­ნი ეპი­ზო­დი სვა­ნეთ­ში ხატ­ზე და­ფი­ცე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ბრალ­დე­ბე­ბის სა­პა­სუ­ხოდ ხატ­ზე მი­ვი­და და და­ი­ფი­ცა.

კი­თხვა­ზე, – კონ­კრე­ტუ­ლად რა და­ი­ფი­ცა? – ის პა­სუ­ხობს:

“ის, რაც ტყუ­ი­ლი ით­ქვა ჩემ­ზე. ეს ცხრა წლი­დან ხომ და­ი­წყო მა­გან, რომ იმა­ზე და­ვი­ფი­ცე, რომ ეს არას­წო­რია, არ იყო ასე, რაც არ მომ­ხდა­რა. ცხე­ნის მობ­მა­ზე და­ვი­ფი­ცე, ია­რა­ღით დახ­ვრე­ტა­ზე. სა­ქონ­ლის სად­გომ­ზე გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა – იმა­ზეც და­ფი­ცუ­ლი ვარ. სა­საფ­ლა­ო­ზეც, იმა­ზეც და­ფი­ცუ­ლი ვარ. ცხოვ­რე­ბა­ში რომ არ გი­ფიქ­რია სა­ერ­თოდ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი – რას ჰქვია ეს, რა სი­სუ­ლე­ლე”.

ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ორ­სუ­ლო­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბავ­შვი
რე­პორ­ტაჟ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მძი­მე ეპი­ზო­დი ნატა ვიბ­ლი­ა­ნის მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ორ­სუ­ლო­ბას ეხე­ბა. ნატა ამ­ბობს, რომ 17 წლის ასაკ­ში იმ­შო­ბი­ა­რა. მისი თქმით, ამ პრო­ცეს­ში ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი და მისი დედა მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ.

“ეს იყო ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნის შვი­ლი. ბა­ჩუ­კიც ეს­წრე­ბო­და ამ ყვე­ლა­ფერს და ბა­ჩუ­კის მან­ქა­ნით წა­ვე­დით”.

ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი ადას­ტუ­რებს ნატა ვიბ­ლი­ა­ნის ორ­სუ­ლო­ბის ფაქტს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ ბავ­შვი მისი არ იყო.

“17 წლის იყო, რა, ასე, როცა ორ­სუ­ლად იყო. ჩემი შვი­ლი არ იყო. ერთხელ მქონ­და მე ამას­თან ორ­სუ­ლო­ბამ­დე ურ­თი­ერ­თო­ბა და ორ­სუ­ლო­ბის მერე”.

ნატა ვიბ­ლი­ა­ნი კი ამ­ტკი­ცებს, რომ ორ­სუ­ლო­ბის ფაქ­ტი სო­ფელ­ში ცნო­ბი­ლი იყო და ბავ­შვის გა­ჩე­ნის შემ­დეგ მისი გა­უ­ჩი­ნა­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც იცოდ­ნენ.

ნატა ვიბ­ლი­ა­ნი ძა­ლა­დო­ბა­ში მხო­ლოდ ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ანს არ ამ­ხელს. მის მო­ნა­თხრობ­ში ფი­გუ­რი­რე­ბენ სხვა პი­რე­ბიც, მათ შო­რის ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნის ძმა მალ­ხა­ზი და ბი­ძაშ­ვი­ლი რო­დერ ჩხვი­მი­ა­ნი. მალ­ხაზ­თან და­კავ­ში­რე­ბით რე­პორ­ტაჟ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ნა­ტას მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ის ცი­ხე­ში იმ­ყო­ფე­ბო­და.

რე­პორ­ტაჟ­ში ასე­ვე ჩანს ძა­ლა­დო­ბა­ში მხი­ლე­ბუ­ლი პი­რე­ბის ად­ვო­კა­ტის პო­ზი­ცია. ად­ვო­კა­ტის თქმით, ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ანს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი არ აქვს და მის წი­ნა­აღ­მდეგ სხვა და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა არ დას­ტურ­დე­ბა.

რე­პორ­ტა­ჟის მი­ხედ­ვით, ნა­ტას გა­მო­სა­კი­თხად გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი ვარ­შა­ვა­ში ჩა­ვიდ­ნენ. ასე­ვე ჩა­ტარ­და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი. გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ღე­ბუ­ლია ნატა ვიბ­ლი­ა­ნი­სა და ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნის ნერ­წყვის ნი­მუ­შე­ბი. სვა­ნეთ­ში გა­მო­ი­კი­თხა 43 მოწ­მე. ნატა ვიბ­ლი­ანს 12 აგ­ვის­ტოს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭა.

ქალი ამ­ბობს, რომ ვარ­შა­ვა­ში თავს უსაფრ­თხოდ ვერ გრძნობ­და და ბრძო­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად საფ­რან­გეთ­ში გა­ემ­გზავ­რა.

ბა­ჩუ­კი ჩხვი­მი­ა­ნი კი ამ­ბობს, რომ სი­მარ­თლის დად­გე­ნის შემ­თხვე­ვა­ში შე­დეგს არ გა­ურ­ბის:

ჟურ­ნა­ლის­ტი: სვა­ნურ სა­მარ­თალ­საც არ ელო­დე­ბით?

– მე არა, იმი­ტომ რომ მე ხატ­ზე და­ვი­ფი­ცე, “ვსიო”.

– ელო­დე­ბით და­კა­ვე­ბას?

– არ ვიცი. სი­მარ­თლე თუ გაჭ­რის, მა­შინ არა…

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ერთადერთი კავშირი სამყაროსთან ეს ხიდია. შვიდი წელია იხვეწებიან გაკეთებას. ამის წინ ადამიანი გარდაიცვალა დეფიბრილატორის გადატანა დააგვიანდათ”- რას ამბობს ადგილობრივი მაცხოვრებელი
  • მასწავლებლის მკვლელობის საქმე – დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემენ მოსწავლეები, რომლებიც გიგა ავალიანთან ემზადებოდნენ
  • “საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებით, ჩვენი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაიზარდა, შესაძლებელია, უფრო მაღალიც იყოს, თუმცა ჩვენ ბიუჯეტს 6.8%-იან პროგნოზზე ვგეგმავთ”- რას ამბობს გიორგი კაკაურიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge