Thursday, April 16, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება

April 16, 2026
საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება

საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობის ცვლილება 2025 წლის 1-ელი სექტემბრიდან ჩარიცხულ ბაკალავრიატის სტუდენტებზე გავრცელდება.

შესაბამისი ინიციატივით პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბერში, უმაღლესი განათლების მიმართულებით დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის ახლებურად განისაზღვრა საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების რაოდენობა. პარლამენტის მიერ მიღებული კანონი გულისხმობს კრედიტების შეცვლილი რაოდენობის სავალდებულო გავრცელებას 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ ყველა სტუდენტზე – როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურებზე.

როგორც განათლების სამინისტრო განმარტავს, აღნიშნული რეგულაციის პრაქტიკული იმპლემენტაცია 2025 წლის 1 სექტემბრის შემდეგ ჩარიცხულ მაგისტრანტებთან მიმართებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის მნიშვნელოვან დაბრკოლებებს ქმნის.

„კერძოდ, სტუდენტები უკვე სწავლობენ მოქმედ აკრედიტებულ პროგრამებზე, სადაც პირველ სემესტრშივე გათვალისწინებულია კვლევითი კომპონენტები. სტუდენტებს უკვე ათვისებული აქვთ პირველი სასწავლო წლის 30 კრედიტი, ხოლო საგაზაფხულო სემესტრი დაგეგმილია და მიმდინარეობს არსებული კურიკულუმების მიხედვით. აღნიშნულის გათვალისწინებით პრობლემურია მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამების ადაპტაცია შეცვლილ კრედიტების რაოდენობასთან.

რაც შეეხება დოქტორანტურის საფეხურს, კანონში განხორციელებული ცვლილებით კრედიტების რაოდენობა არ შეცვლილა – პროგრამის ხანგრძლივობა კვლავ შეადგენს არანაკლებ 3 წელს. შესაბამისად, ზოგადი ფორმულირების გავრცელება 2025 წლის 1 სექტემბრიდან ჩარიცხულ დოქტორანტებზე სამართლებრივად და შინაარსობრივად მოკლებულია საფუძველს“, – აცხადებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • საქართველოს ყავის იმპორტი 12%-ით გაუძვირდა
  • გოგიტა თოდრაძე “საქსტატის“ აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით დაინიშნა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge