Tuesday, September 15, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე” – ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

September 15, 2026
“მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე” – ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

ახმეტელი ექიმი მაია კოხტაშვილი საზოგადოებას მადლობას უხდის.

“მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე”, – ამბობს ექიმი.

“მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე.

მადლობა ექიმებს, ჩემს კოლეგებს – სიტყვა რომ შემაწიეთ, გვერდში, რომ დამიდექით, რომ არ მიმატოვეთ. მადლობა მათ, ვინც არ მიცნობდა და მაინც მიცავდა, მაინც სჯეროდა ჩემი. სიმართლის დანახვა დიდი ნიჭი და დიდი მადლია.

მადლობა ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობელ ადამიანებს, ჩემს მეგობრებს – ამხელა სიყვარულისთვის, ასეთი თავდადებისთვის.

მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე – ჩემს ადვოკატებს, ილია ოთარაშვილს და გია ზარდიაშვილს.

თითოეული გაღებული ერთი ლარი იმის მიზეზია, რომ დღეს მე ცოცხალი ვარ და ახლა ამის წერის შესაძლებლობა მაქვს, დიახ, მე თქვენ სიცოცხლე მაჩუქეთ.

მადლობა ჩემს ანგელოზს, ჩემს გაფრენილ ბიჭს სესეს, რომელთანაც საუბარში და ლოცვაში მთელი ღამე გავატარე საკანში. მადლობა უფალს, ჩემს მოძღვარს და ჩემი ტაძრის მრევლს – გულმხურვალე ლოცვისთვის, სიყვარულისთვის.

ეს იყო ჯოჯოხეთი – სასოწარკვეთა, უიმედობა, უსინათლობა, და ამ საშინელ უკუნში ჩნდება მზის სხივი, ჩნდება იმედი – ხალხი, ადამიანები, ნათელი სულები. ჰოდა, ეს ცხოვრება არ არის რთული, სულ პირიქით – როცა მართალი ხარ, როცა დასამალი არაფერი გაქვს. მადლობა და ბოდიში, რომ საკმარისი სიტყვები ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე”, – წერს ექიმი.

ახმეტაში დაკავებულ ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ექიმი საპატიმროს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს.

მოქალაქეებმა გირაოს თანხა 1 საათში შეაგროვეს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ხვალიდან ამინდი იცვლება
  • ერთმანეთს სოფო ხორგუანი და თენზიზ შარმანაშვილი დაუპირისპირდნენ – ხმაური პარლამენტში
  • “მადლობა მათ, ვინც მარტო არ დამტოვა საშინელი უსამართლობის და ბოროტების წინაშე” – ექიმი მაია კოხტაშვილი მიმართვას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge