საქართველოში ამინდი იცვლება. თუ დღეს თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოში მზიანი ამინდია, ხვალიდან დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი ამბობს, რომ ზოგიერთ ადგილას შესაძლებელია ელჭექი და სეტყვაც, ძლიერი წვიმის ალბათობა კი მაღალია
– დღეს თბილისში მზიანი ამინდია, მაგრამ ხვალიდან უკვე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოში. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვაც შესაძლოა. ძლიერი წვიმის ალბათობა მაღალია. ასეთი ამინდი რამდენიმე დღის განმავლობაში გვექნება.
წვიმიანი ამინდი კვირის მანძილზე, ფაქტობრივად, კვირის ბოლომდე შენარჩუნებული იქნება, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
თუ ახლა ტემპერატურული ფონი დაახლოებით 29-31 გრადუსია და გუშინ თბილისში 32 გრადუსიც იყო, ხვალიდან რამდენიმე გრადუსით დაიკლებს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში და დაახლოებით 23-28 გრადუსის ფარგლებში იქნება და შედარებით აგრილდება.
– იმედია თბილი ამინდები ისევ დაგვიბრუნდება.
– ცოტა უფრო გვიან, თუმცა 21 სექტემბრიდან ისევ გამოიდარებს.
