კოორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე აცხადებს, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს (სეს) ძაღლის საჭერი საშუალების შესყიდვაზე ტენდერის გამოცხადებამდე ბაზარი არ ჰქონდა შესწავლილი.
ბესიკ დონაძე განმარტავს, რომ სეს-ს ტენდერი 364 საჭერზე 436 800 ლარად ჰქონდა გამოცხადებული, რაც ნიშნავს, რომ თითო ცალზე 1 200 ლარი უნდა გადაეხადა.
მისივე თქმით, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა სეს-ს 95 ათასი ლარი შესთავაზა, ანუ 250 ლარი თითოზე. ამასთან აღნიშნული კომპანია ერთი თვის წინ დაარსდა და მისი ერთ-ერთი დირექტორი რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქეა.
“სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი, ეს არის ძაღლის საჭერი საშუალება, რომლის საერთო ღირებულება იყო 436 800 ლარი, ანუ 364 ცალი უნდა ეყიდათ და ერთი ცალის ღირებულება გამოდიოდა 1 200 ლარი.
აქ ერთი პრობლემა არის ის, რომ სად შეისწავლეს ამ ადამიანებმა ეს ბაზარი. 1 200 ლარად არის საკმაოდ ძვირი. ტენდერის მიმდინარეობისას გაირკვა, რომ კომპანიამ 95 ათასი ლარი შესთავაზა, ანუ 250 ლარი (ცალზე). ძალიან დიდი კლებაა. კომპანია, რომელაც გაიმარჯვა ამ ტენდერში ერთი თვის დაფუძნებულია, 10 მარტს დაფუძნდა აღნიშნული კომპანია, დირექტორი და ერთ-ერთი მეწილე არის რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქე.
ასევე მნშვნელოვანია ის, რომ 364 ცალი მარყუჟი უნდა შეიძინონ და სულ 100 თანამშრომელია. ამ რაოდენობის ნივთის შეძენა ნშნავს იმას, რომ ბევრი მიუსაფარი ძაღლის დაჭერას აპირებენ ამ პერიოდში, ერთგვარი რეიდივით იქნება. სხვა შემთხვევაშ თანამშრომელზე 3-ჯერ მეტ რაოდენობას ყიდულობენ,” – განაცხადა ბესიკ დონაძემ.
