Monday, September 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

“დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები 5-ჯერ აღემატება ზიანს” – რას ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი

September 14, 2026
“დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები 5-ჯერ აღემატება ზიანს” – რას ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი

ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებისთვის დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები, თითქმის, 5-ჯერ აღემატება იმ ზიანის ოდენობას, რაც თითოეული მათგანის მიმართ არსებობს.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ადეკვატური დაკისრებული ჯარიმები ზიანთან მიმართებაში, უფლებადამცველმა განაცხადა,რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მანამდე შეძენილი ქონება, ბიზნეს საქმიანობიდან იყო და აღნიშნულ საქმესთან კავშირი არ ჰქონია.

საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა იგივე პირობებით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოში და როგორც წინა შემთხვევაში, ამ შემთხვევაში ერთ-ერთი ფაქტორი გახლდათ თანამშრომლობა. დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები თითქმის 5-ჯერ აღემატება იმ ზიანის ოდენობას, რაც თითოეული მათგანის მიმართ არსებობს, ხოლო რაც შეეხება მანამდე შეძენილ ვასილ მხეიძის ქონებას – ისევე როგორც თქვენ და ნებისმიერ მესამე პირს, შესაძლებელია გააჩნდეს მილიონობით ქონება ბიზნეს საქმიანობიდან გამომდინარე. მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ვასილ მხეიძე წლებია ბიზნეს საქმიანობას ახორციელებს, – განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მასთან ერთად საპროცესო შეეხო ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვასაც.

საპროცესო გაფორმდა ბურჭულაძის ყოფილ მოადგილესთან, გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან, რომელიც თავდაცვის ექს-მინისტრის ცოლის ძმაა.

შეთანხმების თანახმად, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა პენიტენციურ დაწესებულებას სექტემბრის ბოლოს დატოვებენ, რაც შეეხება ჯუანშერ ბურჭულაძეს, ის ციხეს ზუსტად 2 წელში დატოვებს.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით. მასვე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა უსასყიდლოდ სხვადასხვა სახის ქონება.

რაც შეეხება ვასილ მხეიძეს, მას 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა ნივთმტკიცებად ამოღებული საგნები – რამდენიმე მილიონის ღირებულების უაქციზო სიგარეტი და მის დასამზადებლად არსებული მასალა, ასევე თუთუნი.

რაც შეეხება გიორგი ხაინდრავას, მასაც 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საიდანაც 1 წელს და 2 თვეს მოიხდის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვლება პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, დაეკისრა ჯარიმა 100 000 ლარის ოდენობით.

მხარეებს შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება მოსამართლეთა კოლეგიამ, პაატა სილაგაძის თანათავმჯდომარეობით დაამტკიცა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • X კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში 1921 წლის რუსული ოკუპაცია ნახსენები არ არის
  • “დაკისრებული ჯარიმები და ჩამორთმეული ქონებები 5-ჯერ აღემატება ზიანს” – რას ამბობს ბურჭულაძის ადვოკატი
  • საქართველო რუსული არყის მესამე უმსხვილესი იმპორტიორია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge