საქართველო რუსული არყის მესამე უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანაა. კერძოდ, იანვრიდან ივლისის პერიოდში ქვეყანაში 4.2 მლნ დოლარზე მეტი რუსული არაყი შემოვიდა. ამის შესახებ ფედერალური ცენტრის „აგროექსპორტის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მონაცემებში წერია.
ამ მონაცემების თანახმად, რუსული არყის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი ქვეყანა ყაზახეთია, სადაც 10.6 მლნ დოლარზე მეტი არაყი შევიდა რუსეთიდან, ხოლო მეორე ადგილზე 4.6 მლნ დოლარზე მეტით აზერბაიჯანია.
მთლიანობაში, 2026 წლის იანვარ-ივლისში რუსეთმა არყის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9%-ით გაზარდა, რამაც 34 მლნ დოლარს გადააჭარბა. მოცულობის თვალსაზრისით ეს 4.5 მლნ. ლიტრზე მეტია. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, რუსეთმა მოცულობით 17%-ით მეტი, ხოლო ღირებულებით 1.5-ჯერ მეტი არაყი გაიტანა ექსპორტზე.
საერთო ჯამში, წელს რუსეთიდან არყის ექსპორტი 30-ზე მეტ ქვეყანაში განხორციელდა.
