Tuesday, April 14, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home კრიმინალური ამბები

სასახლის ღობის საქმე – გამომძიებელმა თქვა, რომ კამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საქმის მასალებში ჩადება საჭიროდ არ ჩათვალა

April 14, 2026
სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ გიორგი ქორქია დარბაზიდან გააძევა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმის პროცესზე გამომძიებელი, კონსტანტინე კერესელიძის დაკითხვა დასრულდა.

სხდომაზე გამომძიებელი დაცვის მხარის შეკითხვებს 4 საათის განმავლობაში პასუხობდა.

კონსტანტინე კერესელიძემ თავდაპირველად განაცხადა, რომ საქმის მთავარი მტკიცებულება, სასახლის ღობე დალუქული იყო და დაცულ ადგილზე გადაიტანეს. მოგვიანებით, დაცვის მხარის შეკითხვებზე საპასუხოდ მოწმემ განაცხადა, რომ ზომიდან გამომდინარე ღობის დალუქვა ვერ მოხდებოდა და ის ავლაბრის რეზიდენციაში, დახურულ სივრცეში ინახება.

ამასთან, კონსტანტინე კერესელიძის თქმით, მან საჭიროდ არ ჩათვალა სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა და საქმის მასალებში ჩადება.

“გამომძიებელი, კონსტანტინე კერესელიძე (მოწმე): – საქმე 5 ნაწილადაა გაყოფილი, კითხვა არ დამისვამს საქმე რატომ დანაწილდა, ეს საქმის პროკურორმა გადაწყვიტა.

აიჰანი ჰასანლი, ადვოკატი: – უშუალოდ ამ პირებზე ხომ არ ჩაგიტარებიათ რაიმე საგამოძიებო მოქმედება?

მოწმე: – არა

ადვოკატი, დიმა ვარდიაშვილი: – თუ დალუქეს ღობე?

მოწმე: – დიახ, დალუქულია და დაცულ ადგილზეა გადატანილი.

ადვოკატი, დიმა ვარდიაშვილი: – ლუქის მაგვარი არის საქმეში მითითებული?

მოწმე: – მოცულობიდან გამომდინარე მას ლუქს ვერ დაადებ, არ დევს ლუქი საქმეში…
დახურულ სივრცეში ინახება, ავლაბრის რეზიდენციაში.

ადვოკატი, დიმა ვარდიაშვილი: – ​კამერები არ ამოვიღეთო თქვენმა კოლეგებმა, არც თქვენ ჩათვალეთ საჭიროდ?

მოწმე: – სხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოთხოვილია, ამ საქმეზე იმ ეტაპზე არ ჩავთვალეთ საჭიროდ, საქმეშია შიდა კამერებიცაა, ოპერატორების გადაღებული.

ადვოკატი, დიმა ვარდიაშვილი: – ამ ბრალდებულების ამოსაცნობი ვიდეოები ნანახი გაქვთ?

მოწმე: – არა, მაგრამ არის მტკიცებულებები… ვადასტურებ მხოლოდ იმ საგამოძიებო მოქმედებებს და დოკუმენტებს რაც მე საქმეში ჩავდე…

ადვოკატი, დიმა ვარდიაშვილი: – არ დაგიდგენიათ მათი ვინაობა, არ ჩაგიტარებიათ საგამოძიებო მოქმედებები, როგორ ადასტურებთ ესენი რომ არიან ის, ვინც დანაშაული ჩაიდინა?

მოწმე: – საქმეში დევს უამრავი მტკიცებულება, ვიდეოები.

ადვოკატი ირმა: – პროკურორმა იცოდა თუ არა, რომ გარე პერიმეტრზე იყო კამერები?

მოწმე: – ეს ყველასთვის ცნობილია, არ მახსოვს ვისაუბრე თუ არა ამ საკითხზე პროკურორთან.

ადვოკატი ირმა: – ადგილზე არ დაათვალიერეთ კამერები, ტელევიზიით თუ ნახეთ?

მოწმე: – სასახლის კამერის ჩანაწერები არ მაქვს ნანახი.

ადვოკატი ირმა: – ადასტურებთ რომ საქმეში არ გამოითხოვეთ და არ ჩადეთ კამერების ჩანაწერების ნაწილი?

მოწმე: – დიახ.

ამ დროისთვის, სასახლის ღობის საქმეზე იკითხება კიდევ ერთი გამომძიებელი, ზურა კუპრავა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
  • პარლამენტმა “გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge