Wednesday, April 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აბანოთუბანში მცხოვრებლები, რომლებსაც „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენების მიზეზით ქონება ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოართვან, საცხოვრებლების დატოვებას არ აპირებენ

April 8, 2026
აბანოთუბანში მცხოვრებლები, რომლებსაც „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის“ აშენების მიზეზით ქონება ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოართვან, საცხოვრებლების დატოვებას არ აპირებენ

თბილისში, აბანოთუბანში მცხოვრებლები, რომლებსაც „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის” აშენების მიზეზით ქონებას ექსპროპრიაციის გზით უნდა ჩამოართვან, საცხოვრებლების დატოვებას არ აპირებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ეკონომიკის მინისტრის ბრძანებაში 5 ოჯახზეა საუბარი, სინამდვილეში კი ქონების ჩამორთმევა 10 ოჯახს ეხება.

როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ხელოვნებათმცოდნე მაია იზორიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ათი ოჯახი კატეგორიულ უარს აცხადებს დატოვოს საკუთარი საცხოვრებელი. მისი თქმით, უბანი, სადაც ცხოვრობენ, კულტურული მემკვიდრეობისაა.

მაია იზორიას განმარტებით, ადგილობრივები საკუთარი საცხოვრებლის დასაცავად დავის გაგრძელებას სასამართლოში აპირებენ.

„ეს ამბავი დაიწყო მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის დრამატული თეატრისთვის გადაეცათ ძველი აბანოს ისტორიული ნაგებობა, ეს არის 2023 წელი, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდი. ამის შემდგომ კი აღმოჩნდა, რომ გიგანტური მშენებლობისთვის საკმარისი არ იყო აბანოს ტერიტორია, მოიცვა გვერდზე სახლები და საბოლოოდ 2025 წელს, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის დროს, დადგინდა, რომ არც ის შენობა არ ჰყოფნიდათ და ამოვიდნენ ზედა ტერასებზე. დაახლოებით „პანორამა თბილისის“ მსგავსი მშენებლობა იგეგმება. ეს იქნება ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრი, სადაც იქნება, როგორც დრამატული, ასევე საბავშვო თეატრიც. ამბობენ, ეს იქნება საგანმანათლებლო-კულტურული კერა.

10 ოჯახი უარს ვაცხადებთ (საცხოვრებლიდან გასვლაზე). ადამიანები არ გადიან თავიანთი სახლებიდან. ჩვენ აქედან არ გვინდა გასვლა. სამი ოჯახი კი პრინციპულად არ გავდივართ, არანაირი თანხა არ გვაინტერესებს. დანარჩენმა შვიდმა ოჯახმა თანხა დაასახელა (გასახლების სანაცვლოდ), მაგრამ ვერ შეთანხმდნენ. ამიტომ გამოდის, რომ ათივე ოჯახი ვრჩებით“, – აცხადებს მაია იზორია.

შეგახსენებთ, „ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის ცენტრის მშენებლობის პროექტის“ ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების შესახებ ბრძანება გამოიცა.

ბრძანებას ხელს აწერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას ხვალ?
  • “6 აპრილს თბილისში, ბრალდებულებთან სტუმრად მივიდა ზვიად ახრახაძე, მოგვიანებით ის შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ბრალდებულებმა ცხედარი ტყის მასივში დატოვეს და დედაქალაქიდან რეგიონის მიმართულებით გაემგზავრნენ” – შსს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge