Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

გავრცელებული ინფორმაციით, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი მიიყვანეს

July 2, 2026
გავრცელებული ინფორმაციით, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი მიიყვანეს

“ტვ პირველის” ინფორმაციით, სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში, დახურულ სხდომაზე ფინანსური პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელი, სოსო რამიშვილი მიიყვანეს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, სოსო რამიშვილი სასამართლოს შენობაში მანქანით ისე შეიყავნეს, რომ ის კამერებს არ გადაეღოთ.

ის, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილუაშვილის საქმეზე გამოსაკითხად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი უნდა მისულიყო, ეს პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა მედიას სხდომის დაწებამდე უთხრა.

სახელმწიფო მბრალდმდებელს სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა თქვა, რომ მოწმე საგამოძიებო სამსახურში მაღალ თანამდებობაზე 2018 წლიდან 2025 წლამდე და 2025 წელსაც გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა.

სოსო რამიშვილი საგამოძიებო ორგანოში გამოკითხულია – მარიამ ბერძენიშვილის თქმით, სწორედ გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე აქვს პროკურატურას მოლოდინი, საქმესთან დაკავშირებით მოწმე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს.

პროკურორმა დღეს “ტვ პირველის” კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსან მხოლოდ მოწმის სტატუსი აქვს და არა ბრალდებულის.

„დღეს სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის ბრალდების საქმეზე, მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. დაიკითხება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი. მისი გამოკითხვის ოქმიდან გამომდინარე მაქვს მე მოლოდინი, რომ ბრალთან დაკავშირებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს. რაც შეეხება უშუალოდ დეტალებს, რა ინფორმაცია შეიძლება მიაწოდოს მან სასამართლოს, ბუნებრივია მე ამ დეტალებში ვერ შევალ, რადგან ის ჯერ სასამართლოში დაკითხული არ არის. დღეს დავკითხავთ.

ეს მოწმე ბრალდებული არ არის და მან მის მიერ ჩადენილ დანაშაულზე არ უნდა ისაუბროს. გარკვეული ინფორმაცია აქვს. მას ხშირი შეხება ჰქონდა სამსახურებრივად ლილუაშვილთან, როგორც ორი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელს და გარკვეული დეტალები არის, რისი მისი მხრიდან გადმოცემა საინტერესო იქნებოდა, ამ კუთხით არის ეს ადამიანი გამოკითხული და იგივე შინაარსის კითხვები დაესმება.

არ არის კონკრეტულად რაღაც ეპიზოდთან მიმართებით საუბარი. მე უკვე აღვნიშნე, რომ ეს პიროვნება იყო წარსულში ერთ-ერთი საგამოძიებო უწყების მაღალი თანამდებობის პირი, წარსულში, იმ დროს როცა გრიგოლ ლილუაშვილი იყო სუს-ის ხელმძღვანელი და აი მიმართულებით იქნება კითხვები დასმული.

2018 წლიდან 2025 წლის გარკვეული პერიოდიც იყო ეს პრიოვნება აღნიშნულ თანამდებობაზე”,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გორში ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთის” მხარდამჭერი აქცია გაიმართა
  • “სამართლებრივი გადაწყვეტილება აქ მიღებული არ იქნება, ვინაიდან საფუძველიც არ არის სამართლებრივი” – გიორგი ვაშაძის ადვოკატი ე.წ. საბოტაჟის საქმეზე
  • მოსკოვის გამზირზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ფილიალი ორ კვირაში უკვე მეორედ გაქურდეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge