Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, კამათის ფონზე მიმდინარეობს

April 8, 2026
იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც აქციებზე დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს, კამათის ფონზე მიმდინარეობს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, კამათის ფონზე მიმდინარეობს ფრაქცია “საქართველოსთვის“ კანონის პროექტის განხილვა, რომელიც შეკრება-მანიფესტაციის ორგანიზების და ჩატარების წესის დარღვევისთვის დაჯარიმებული მოქალაქეების ჯარიმა-საურავებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

საკითხი დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა წარადგინა. როგორც ხორგუანმა განმარტა, დაახლოებით 7 810 საჯარიმო ოქმია გამოწერილია, რაც დაჯარიმებული პირებისთვის, მათი ოჯახებისთვის დიდი წნეხია და მათ ამ წნეხისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.

ხორგუანმა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივის მიღება შეიძლება იყოს პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ არსებული პოლარიზაცია შემცირდეს. ხორგუანმა აქვე დასძინა, რომ აქეთკენ პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას მან, ვისაც მეტი ძალა გააჩნია.

“ქართული ოცნების“ წევრები მომხსენებლისგან ითხოვდნენ შეეფასებინა, იყო თუ არა აქციები ძალადობრივი და ვისგან მოდიოდა ეს ძალადობა.

ეს კითხვა ხორგუანის მისამართით რამდენჯერმე დაისვა, რაზეც ადრესატმა ყველა ჯერზე უპასუხა, რომ რიგ შემთხვევაში ძალადობრივი ფაქტები იყო და ეს ძალადობრივი ფაქტები ორივე მხრიდან მომდინარეობდა.

“იყო კონკრეტული შემთხვევები, როდესაც რიგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები ძალადობდნენ. ძალიან ბევრ შემთხვევაში ის ადამიანები ძალადობდა, ვინც სახელმწიფოსა და სამართლის სახელით მოქმედებდა. წაქცეულ ბიჭს თავში და სახეში ურტყამდნენ და არც ერთი ასეთი შემთხვევა დღემდე გამოძიებული არ არის, განსხვავებით პროტესტის მონაწილეებისგან. თქვენ პასუხისმგებლობას ატარებთ იმაზე, რომ არც ერთი ასეთი მოძალადე, რომელიც სახელმწიფოს სახელით მოქმედებდა, დასჯილი არ არის“, – მიმართა ხორგუანმა “ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

ხორგუანმა საკანონმდებლო ინიციატივაზე საუბრისას აქციების მონაწილე ქეთევან აბულაძის მაგალითი დაასახელა და როგორც განმარტა, ადამიანს, რომელსაც საპროტესტო აქციაზე არანაირი ძალადობრივი ქმედება არ ჩაუდენია, ჯამში, 125 000 ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს დაკისრებული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული, ეფ-ეს-ბეს დააყენებინეს კამერები თბილისის ცენტრში…” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი
  • გავრცელებული ინფორმაციით, ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად სასამართლოში ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი მიიყვანეს
  • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 67-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge