უფოლოგი, ერეკლე შონია „მიქსმეტრონომთან“ ინტერვიუსას აღნიშნავს, რომ ცაში მცირე ნათებები უნახავს და იმ ადგილებში, სადაც ხომალდი ჯდება ხშირად დადის. 2016 წლიდან მისი მიზანია გაიგოს რისთვის მოდიან უცხოპლანეტელები ჩვენთან და დედამიწაზე გადაადგილებისას სად მიდიან.
კითხვაზე თუ რატომ არ შემოდიან უცხოპლანეტელები ჩვენთან უშუალო კონტქტში, უფოლოგმა შემდეგი პასუხი გაგვცა:
„ჩვენი საზოგადოება ძალიან ნელა ვითარდება. იმ შემთხვევაში თუ სხვა ცივილიზაციების აქტიური შემოსვლა დაიწყება დაინგრევა ჩვენი სოციალური წყობა, წარმოდგენები. გაირკვევა, რომ ადამიანი მაიმუნისგან კი არ არის შექმნილი, არამედ დიდი ღვთაებრივი ისტორია გვაქვს. ბევრი რამ რაც იყო ფარული, რომელსაც ხშირად მივაწერდით რწმენას გამოჩნდება რომ არის რეალური. გამოჩნდება, რომ ადამიანი დაუცველია, აღმოჩნდება რომ ტექნიკური განვითარება რომელზეც ვდგავართ (დაცვა, თავდაცვა, კეთილდღეობა) მარტივად ხელშესახებია. ეს გამოიწვევს შიშს და ქაოსს.“
ერეკლე შონიას თქმით ის ფაქტი, რომ საზოგადოება ერთმანეთს ხოცავს და ანგრევს სამყაროს აძლევს საბაბს იფიქროს, რომ ვართ აგრესიული ჯიში.
„ზეციური ძალები არ გვიშვებენ კოსმოსში, ჩვენი აგრესიის გამო. 60-იან წლებში აქტიურად ვპროგრესირებდით, მთვარეზეც ვიყავით, ჩვენი აგრესიის გამო კი სამყარომ გაგვაჩერა, ამიტომ მთვარეზე დიდი ხანია არავის დავუსვივართ. ჯერ ახლო კოსმოსშიც არ გვიშვებენ, საშიშები ვართ. თუ მოხდება ჩვენი შერევა სხვა ცივილიზაციებთან, თუ ადამიანი სხვა ცივილიზაციის იარაღს ჩაიგდებს ხელში, დავიწყებთ ომს და მითვისებას. ამიტომ ჯერ ჰუმანურები უნდა გავხდეთ და შემდეგ გაგვიშვებენ“ – ერეკლე შონია