თბილისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი “თბილისის განვითარების ფონდი” სიონის ტაძრის სახურავის რეაბილიტაციას გეგმავს. ინფორმაციას Netgazeti ავრცელებს და წერს, რომ ფონდმა უკვე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი აუქციონი გარეშე.
სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 1.3 მილიონი ლარია გამოყოფილი. სარემონტო სამუშაოები კი მისი დაწყებიდან 4 თვეში უნდა დასრულდეს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტაძრისა და სამრეკლოზე გამოიცვლება სახურავის დაზიანებული ნაწილები. კერძოდ, შეცვლიან ძველ, დაზიანებულ ხის საყრდენებს (ხის მოლარტყვის სისტემას) და ტაძარს გადაახურავენ ახალი სპილენძის მასალით, რომელმაც ის წვიმის, თოვლისა და ქარისგან უნდა დაიცვას.
