Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ

July 9, 2026
აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ეთერის დათმობას ითხოვენ

აქციების დროს დაკავებულების ოჯახის წევრები „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მენეჯმენტს რამდენიმე მოთხოვნით მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მოკლებულები არიან შესაძლებლობას, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერით მიმართონ მოქალაქეებს.

როგორც ოჯახის წევრები აღნიშნავენ, „სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა, მათი ოჯახების ბრძოლა და საზოგადოების ფართო ინტერესი წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს“.

„დღეს ჩვენ, სინდისის პატიმრების მშობლები, ოჯახის წევრები, მივმართავთ „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორს, სამეურვეო საბჭოს და საზოგადოებას.

უკვე წელიწად-ნახევარზე მეტია, ჩვენ ფაქტობრივად მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერიდან მივმართოთ ქვეყნის მოქალაქეებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხმა არ ისმის იმ მაუწყებელში, რომელიც ფინანსდება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით და, შესაბამისად, ეკუთვნის მთელ საზოგადოებას და არა რომელიმე პოლიტიკურ ძალას ან ხელისუფლებას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კანონითა და მისი მანდატით, მას ეკისრება ვალდებულება, სრულყოფილად, მიუკერძოებლად და ობიექტურად გააშუქოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები, უზრუნველყოს განსხვავებული მოსაზრებების წარმოდგენა და დაიცვას საზოგადოების უფლება, მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია.

სინდისის პატიმრების საქმეები, მათი უფლებრივი მდგომარეობა, მათი ოჯახების ბრძოლა და საზოგადოების ფართო ინტერესი უდავოდ წარმოადგენს განსაკუთრებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხს. ამ თემის იგნორირება ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომლებზეც საზოგადოებრივი მაუწყებელი უნდა იყოს დაფუძნებული.

ჩვენი პირველი მოთხოვნაა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გაშუქდეს ჩვენი დღევანდელი ბრიფინგი და საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი მოთხოვნები.

ჩვენი მეორე მოთხოვნაა უახლოეს პერიოდში გაიმართოს ოფიციალური სამუშაო შეხვედრა, ჩვენსა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელობას შორის.

ჩვენი მესამე მოთხოვნაა სინდისის პატიმრების, პოლიტპატიმრების მშობლებსა და ოჯახის წევრებს დაგვითმონ პირდაპირი ეთერი, რომ ამ არხითაც მივაწვდინოთ ჩვენი ხმა საზოგადოებას. რათა სასამართლო სხდომების დახურვის პირობებში საქართველოს მოსახლეობას თავადაც მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილების, ოჯახის წევრებისა და მათი საქმეების შესახებ.

მეოთხე – მივმართავთ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს, ჩანიშნოს სხდომა და გვიპასუხოს კითხვებზე: რატომ არც ერთხელ არ დაგვეთმო „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერი პატიმრების ოჯახის წევრებს? რატომ არ შუქდებოდა ჩვენი აქტივობები, მაშინ როცა ჩვენ თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ, მოქალაქეებთან პირადად მივიტანეთ თავისუფლების ხმა ციხიდან და გავმართეთ ასზე მეტი ღონისძიება, აქცია თუ სხვაგვარი აქტივობა, გვიპასუხეთ ჩვენ და საზოგადოებას, მიუხედავად არაერთხელ სხვადასხვაგვარი ფორმით მომართვისა, რატომ არ დაგვეთმო ეთერი?

ჩვენ არ ვითხოვთ განსაკუთრებულ მოპყრობას. ჩვენ ვითხოვთ მხოლოდ იმას, რაც ეკუთვნის საქართველოს თითოეულ მოქალაქეს – თანაბარ წვდომას „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას და საზოგადოების ინფორმირების უფლებას.

ჩვენ წარმოდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხს დღესვე და 12 საათის განმავლობაში საღამომდე ვიქნებით აქ, „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შენობასთან…

მოვუწოდებთ ჩვენს ყველა გულშემატკივარს გამოხატონ პოზიცია, ვიმსახურებთ და გვეკუთვნის თუ არა პირდაპირი ეთერი წელიწადნახევრიანი დაუღალავი ბრძოლის შემდეგ მაინც საზოგადოებრივ მაუწყებელზე…

ჩვენ გვჯერა, რომ ნამდვილი „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ვალდებულია ემსახუროს საზოგადოებას, დაიცვას საზოგადოებრივი ინტერესი და არ დატოვოს ჩრდილში არც ერთი მნიშვნელოვანი საკითხი.

დღეს სწორედ ამ პასუხისმგებლობის შესრულებას მოვითხოვთ“,- აღნიშნავენ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მერაბ დვალიშვილი World MMA Awards-ის გამარჯვებული გახდა – ქართველი 2025 წლის საუკეთესო მებრძოლად დაასახელეს
  • პოლონეთში 26 წლის ქართველი კაცი სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს
  • “ქართულ ოცნებას” პოლიტიკაში ახალი ადამიანების გამოჩენის ეშინია” – ეკა გიგაური

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge