Thursday, July 9, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

8 პოლიტიკოსის საქმე – რას ამბობენ ოპოზიციის ლიდერები

July 9, 2026
პოლიტიკური ლიდერების საქმე – ამ ეტაპზე უცნობია, დააბრუნებენ თუ არა სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომას ბადრი ჯაფარიძე და ზურა ჯაფარიძე ესწრებიან, პროცესზე, სავარაუდოდ, მივა ნიკა გვარამიაც, პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს სასამართლოში არ გადაუყვანიათ მიხეილ სააკაშვილი, პროცესზე ტრადიციულად არ არიან ნიკა მელია და ელენე ხოშტარია, ხოლო მამუკა ხაზარაძე და გიორგი ვაშაძე ქვეყანაში არ იმყოფებიან.

დღევანდელ სხდომაზე 4 მოწმე დაიკითხება, მათ შორის 2 გამომძიებელი. ამასთან, დღესვე უნდა განეხილათ წერილობითი მტკიცებულებები, თუმცა პროკურატურის განცხადებით მათი გამოკვლევა დღეს გადაიფიქრეს.

პროცესის დაწყებამდე “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ საქმე უპრეცედენტოა და მსოფლიოში არ არსებობს შემთხვევა, როდესაც ადამიანების, პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ჟესტიკულაციის გამო, მით უმეტეს, რომ მსგავსი რამ არ ყოფილა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაეწყოთ.

ბადრი ჯაფარიძის თქმით, “ქართული ოცნების” ამოცანაა, რომ რეპრესიების გზით პოლიტიკური ძალები გაანეიტრალოს.

“სავარაუდოდ ეს არის ამოცანა, სწრაფად დამთავრდეს ეს პროცესი, რომელიც თავისთავად არის უპრეცედენტო. ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ, რომ პარლამენტში, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ორი წევრი პრაქტიკულად ფეხქვეშ გაიგდო 20-მა წარმომადგენელმა “ქართული ოცნების”, თავპირი დაამტვრიეს ადამიანებს და მერე პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ არ არსებობს პრეცედენტი, ანალოგიურ ცემა-ტყეპაზე რაიმე სისხლის სამართლის საქმე აღძრულიყო. მე მინდა სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ის რასაც ჩვენ ახალ ვხედავთ, როდესაც სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობს ჟესტიკულაციაზე, თითქოსდა პოლიტიკური ლიდერები, ან მე, ან მამუკა, ან სხვები ჟესტიკულაციით მიანიშნებდნენ ე.წ. რადიკალურ ჯგუფებს რაღაცისკენ, ოღონდ არ ახსოვთ ჟესტიკულაცია როგორი იყო, არ არსებობს არცერთი კადრი, არც ფოტო, არც ვიდეო, რომელიც ამას დაადასტურებს იმიტომ რომ ბუნებაში ასეთი რამე არ მომხდარა. არ ახსოვს იმ რამდენიმე პოლიციელს, რომელიც ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ცრუ-მოწმეებად არიან, არ ახსოვთ როგორ გამოიყურებოდა ჟესტიკულაცია, ვერ ამბობენ სად იდგა მამუკა ხაზარაძე, ან მე სად ვიდექი, არ ახსოვთ როდის იყო, რომელი საათი იყო, თქვენ შეაფასეთ როგორი მოწმეები არიან ისინი და ასეთი პრეცედენტი მართლაც მსოფლიოში არ არსებობს, რომ ჟესტიკულაციის გამო, კიდევაც რომ ყოფილიყო, სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობდეს ადამიანების მიმართ და პოლიტიკური ლიდერების მიმართ, ასეთი პრეცედენტი მართლაც არ არსებობს და ამას ვაკვირდებით ახლა ჩვენ.

“ქართული ოცნების” ამოცანა ცხადია, რომ რეპრესიების გზით მოხდეს პოლიტიკური ლიდერების და პოლიტიკური ძალების განეიტრალება. ეს არის აბსოლუტურად უნაყოფო მცდელობა,” – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, პროცესები, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს, ან აგვისტოს შუა რიცხვებში დასრულდება.

ბრალდებული პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” მიზანია, ჯამში ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წლის არჩევნებში მათ მოუგო, ან ციხეში, ან ქვეყნის გარეთ აღმოჩნდეს.

“აპირებს რომ ძალიან სწრაფად დაასრულოს, შეიძლება ამ თვის ბოლოს, ან აგვისტოს შუაში, სავარაუდო თარიღები არის ეს, ყოველ შემთხვევაში აგვისტოს არ გადასცდება მე მაქვს წარმოდგენა და ჩემი ადვოკატები მეუბნებიან. ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024-ში ჯამში მოუგო “ოცნებას” აღმოჩნდება ან ციხეში, ან ქვეყნის გარეთ, ეგ არის მიზანი რაც აქვთ ახლა ამ წუთში. ალბათ სიგნალია დასავლეთისთვისაც, რომ ან ჩვენ “პირობებზე დავლაგდებით”, ან ამ ხალხსაც, ვისაც თქვენ ელაპარაკებით, ყველას ქვეყნიდან გავუშვებთ, ან ციხეში ჩავსვამთ. მეორე, პოლიტიკურ ველსაც ასუფთავებენ და უსუფთავებენ იმ პოლიტიკურ მოთამაშეებს, რომლებიც წლებია, თუ თვეებია იმეორებენ, რომ ძველი სახეები უნდა წავიდნენ და ახალმა სახეებმა რაღაცები უნდა ქნან. უტოვებენ მათ ბურთს და მოედანს და გასაგებია, რომ ვიღაცები ამას აიღებენ და გააგრძელებენ.

ივანიშვილს არ ადარდებს ვიღაცები დასანქცირებულები არიან თუ არა, მოკლედ ივანიშვილის დასანქცირება აღმოჩნდა პრობლემა, ივანიშვილის დასანქცირება ითვლება, რომ თურმე ყოფილა ქვეყნის დასუსტება და შესაბამისად ყველა, ვინც სანქციებზე მუშაობდა ყველამ დაასუსტა ქვეყანა იმიტომ, რომ ივანიშვილი დაასანქცირა დასავლეთმა, ოღონდ დასანქცირება ხომ ჩვენზე არ არის დამოკიდებული,” – თქვა ზურა ჯაფარიძემ პროცესის დაწყებამდე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პოლონეთში 26 წლის ქართველი კაცი სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს
  • “ქართულ ოცნებას” პოლიტიკაში ახალი ადამიანების გამოჩენის ეშინია” – ეკა გიგაური
  • “როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება” – ზურაბ ჯაფარიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge