რელიგიის სააგენტო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
რელიგიის სააგენტოს ცნობით, დანაკარგი უმძიმესია.
„რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო გისამძიმრებთ ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
უმძიმესია დანაკარგი, რომელიც თქვენ განიცადეთ, მთელი ჩვენი ქვეყანა იზიარებს თქვენს დიდ მწუხარებას და თანაგიგრძნობთ ამ მძიმე წუთებში. ღმერთმა აცხონოს დაღუპულთა სულები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება 19 ნოემბერს მოხდა. უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, 5 კი – დაშავდა.
ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
