ღირსმოწამე ევდოკია — მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 1 მარტი, ახალი სტილით – 14 მარტი. იგი სამარიტელი იყო, ფინიკიის ლიბანის ქალაქ ილიოპოლისიდან. წარმათულმა ავხორცობამ იგი კეთილ გზას გადააცდინა და დიდხანს ცხოვრობდა ცოდვებში.
ღირსმოწამე ევდოკიას კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
