აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს თაღლითობაში ადანაშაულებენ – თურმანიძეების ოჯახი ილია ვერძაძის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვს.
დაზარალებულები ამტკიცებენ, რომ ბათუმში, ანგისის ქუჩაზე ორსართულიანი სახლი და მიწა, დაახლოებით 2000-მდე კვ.მ ილია ვერძაძის სახელით მისულ ინვესტორს იმ პირობით დაუთმეს, რომ იქ მრავალსართულიანი კორპუსი აშენდებოდა და მათ რამდენიმე ბინას გადასცემდნენ, თუმცა საბოლოოდ უძრავი ქონება რამდენჯერმე გადაიყიდა და ხალხი ქუჩაში დარჩა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ილია ვერძაძის კომპანიამ მათთვის ქირის გადახდა ერთ წელში შეწყვიტა. მომხდარიდან უკვე 8 წელია გასული, თურმანიძეების ოჯახი კი უსახლკაროდაა დარჩენილი. განაგრძეთ კითხვა
