Wednesday, August 12, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა” – რა განცხადებას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო

August 12, 2026
“აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა” – რა განცხადებას აკეთებს ეკონომიკის სამინისტრო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში, ბელგიური კომპანია Jan De Nul-ის ფლოტის დამღრმავებელი გემის Tristao Da Cunha-ს მიერ ტალღმტეხის არხის მოსაწყობად ფსკერდაღრმავების სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე გემი ტალღმტეხის გასწვრივ, დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე, ზღვის ფსკერს დაახლოებით სამი მეტრით დააღრმავებს, აღნიშნულ სამუშაოებს დაახლოებით ერთი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც პორტის აკვატორიის ძირითადი ფსკერდაღრმავება დაიწყება.

ამასთან, უწყების ცნობით, აგვისტოს ბოლოს ანაკლიის აკვატორიაში Jan De Nul-ის ფლოტის კიდევ ერთი, უფრო დიდი დამღრმავებელი გემი Al-Idrisi შემოვა.

„ორი გემი ერთობლივად განახორციელებს შემოსასვლელი და მოსაბრუნებელი არხების დაღრმავებას. პროექტის ფარგლებში პორტის საპროექტო სიღრმე დაახლოებით 17.5 მეტრს მიაღწევს, ხოლო ტალღმტეხის სიგრძე 1 376 მეტრი იქნება.

აღნიშნული პარამეტრები უზრუნველყოფს შავ ზღვაში ოპერირებადი დიდი ტვირთამწეობის საკონტეინერო გემების, მათ შორის Panamax და Post-Panamax კლასის გემების, უსაფრთხო მიღებას. ტალღმტეხი შექმნის დაცულ აკვატორიას და უზრუნველყოფს დაახლოებით 700 მეტრამდე ღრმაწყლოვანი საკონტეინერო ნავმისადგომების, ასევე მშრალი და ნაყარი ტვირთებისთვის 600 მეტრამდე ჯეტის ტიპის ნავმისადგომების განვითარების შესაძლებლობას. საპროექტო გადაწყვეტა გათვლილია პორტის დაახლოებით 95%-იან წლიურ საოპერაციო ხელმისაწვდომობაზე.

პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს ტალღმტეხის მშენებლობა ხმელეთიდან. მოწყობილია მისი საწყისი, დაახლოებით 150-მეტრიანი მონაკვეთი. სამუშაოებზე უწყვეტ რეჟიმში გამოიყენება მძიმე საზღვაო და სამშენებლო ტექნიკა, ხოლო გეოდეზიური და გარემოსდაცვითი მონიტორინგი თანამედროვე წყალქვეშა სისტემებისა და LiDAR-დრონების გამოყენებით ხორციელდება.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოები გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური Landlord მოდელით ვითარდება – სახელმწიფო ქმნის და ფლობს ძირითად საპორტო ინფრასტრუქტურას, ხოლო კერძო პარტნიორები განავითარებენ და ოპერირებას გაუწევენ შესაბამის ტერმინალებს.

ეს მოდელი უზრუნველყოფს პორტის ეტაპობრივ განვითარებას ტვირთნაკადების ზრდის შესაბამისად, ქმნის კონკურენტულ გარემოს საერთაშორისო ოპერატორებისთვის და აძლიერებს ანაკლიის შესაძლებლობას, გახდეს შუა დერეფნის ერთ-ერთი საკვანძო საზღვაო კარიბჭე.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია, რომელიც ზრდის ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს, აძლიერებს მის როლს საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელში და ემსახურება საქართველოს გრძელვადიან ეკონომიკურ და ეროვნულ ინტერესებს“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი დაქორწინდნენ – ვრცელდება პირველი კადრები
  • გამოქვეყნდა ევროკავშირის ანგარიში – რა წერია საქართველოზე
  • მსოფლიო მზის იშვიათი დაბნელებისთვის ემზადება – დღეს ცაზე უნიკალურ სანახაობას მილიონობით ადამიანი იხილავს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge