Tuesday, March 10, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტზე და ზოგადად, სანქციებზე, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია” – ლევან მახაშვილი

March 10, 2026
“ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა” – ლევან მახაშვილი აშშ-ზე

ლევან მახაშვილი ყულევის პორტის სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოღებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მთელი ის კამპანია, რაც იყო აწეული ყულევის პორტთან და ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია.

მისივე თქმით, ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება მისასალმებელია.

მახაშვილის განცხადებით, ქართული მხარე დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივად იქნება მჭიდრო კავშირში, რათა ევროკავშირიც, ამერიკელებიც და ბრიტანელებიც დარწმუნებული იყვნენ, რომ ყულევის პორტში ნამდვილად „არაფერი ხდება“.

„ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება ნამდვილად მისასალმებელია. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება პატიოსნად, კეთილსინდისიერად ასრულებს თავის პარტნიორებთან აღებულ ვალდებულებებს და უპირველესად, უკრაინელების მიმართ აღებულ ვალდებულებას. უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ მთელი ის კამპანია რაც იყო აწეული ამ თემასთან და ზოგადად, სანქციებთან დაკავშირებით, იყო სრული სიყალბე და მანიპულაცია, არც მეტი და არც ნაკლები. ჩვენ არაერთი ელჩის მხრიდან მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით ჭორაობა. დღეს გამოჩნდა რეალურად, ვინაა ჭორიკანა და ვინაა პასუხისმგებლიანი ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ასეთ სიტუაციაში უპირველესად, რასაც ველით, არის ბოდიშის მოხდა ამ ადამიანისგან. სიმართლის აღიარებას მაინც, რომ რეალურად, მისი საუბრები იყო ჭორაობა და საქართველოს ხელისუფლების უსაფუძვლო ცილისწამება. მე მგონი, ამ წერილით, არა მხოლოდ სანქციებთან დაკავშირებით, არამედ ზოგიერთი ელჩის და დიპლომატის ქცევასთან დაკავშირებით, ყველაფერი არის ნათელი. უკვე მერამდენედ დასტურდება, რომ ეს ადამიანები არიან ჭორიკანები და მატყუარები. საქართველოს ხელისუფლება თავის საქმეს აკეთებს.

როდესაც ეს პროცესი დაიწყო, კითხვები იყო, რამე ხომ არ ხდება ისეთი ამ პორტში. კითხვებს გაეცა პასუხი – ერთი, რომ არაფერი არ ხდება და მეორე, მუდმივად ვიქნებით მჭიდროდ ხაზზე დაინტერესებულ მხარეებთან იმისთვის რომ, არა მარტო ჩვენ, არამედ ევროკავშირის მხარეც, ამერიკელებიც და ბრიტანელებიც, დარწმუნებული იყვნენ, რომ ნამდვილად არაფერი ხდება. ამაზეა საუბარი,” – განაცხადა მახაშვილმა.

ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა მაკა ბოჭორიშვილს წერილი გაუგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტში არ შეიყვანა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი სახალხო დამცველს ხვდება
  • ევროკავშირმა ყულევის პორტი სანქციების მე-20 პაკეტიდან ამოიღო
  • ბენიამინ ნეთანიაჰუ განცხდებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge