აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა ირანთან ომში მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა.
„სამხედრო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვან წინსვლას ვაღწევთ და ზოგიერთს შეუძლია თქვას, რომ ის პრაქტიკულად უკვე დასრულებულია. ჩვენ ირანში არსებული ყველა ძალა სრულად გავანადგურეთ“, – აღნიშნა ტრამპმა ფლორიდაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი ინფორმაციით, ირანში ომის დაწყებიდან შეერთებულმა შტატებმა 5 000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა.
„ზოგიერთი მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი სამიზნეა, მაგრამ აშშ-ის სამხედრო ძალები ზოგიერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამიზნეს მოგვიანებისთვის ტოვებენ, იმ შემთხვევაში, თუ ამის გაკეთება დაგვჭირდება. თუ მათ დავარტყამთ, მათ აღდგენას მრავალი წელი დასჭირდება, რაც ელექტროენერგიის წარმოებას და ბევრ სხვა საკითხს უკავშირდება“, – აღნიშნა ტრამპმა.
