ყოფილი პატიმარი აკაკი გულიაშვილი პენიტენციურ დაწესებულებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მხედველობა ციხეში მიღებული ტრავმისა და არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო დაკარგა.
30 წლის მამაკაცი „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში, ციხის აბაზანაში დაცემის შემდეგ დაიწყო. მისი თქმით, მაშინ სათანადო სამედიცინო დახმარება ვერ მიიღო.
გულიაშვილის განცხადებით, დღეს მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მხედველობის აღდგენა ვერცერთ თვალზე ვერ მოხერხდა. ის ამბობს, რომ სრულად დაბრმავდა.
ყოფილი პატიმარი ასევე ასახელებს პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთ თანამშრომელს და ამტკიცებს, რომ პირადი კონფლიქტის გამო მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა. მისი თქმით, სწორედ დავით დარასელიას მითითებით მოქმედებდა სამედიცინო პერსონალიც, რის გამოც, მისი თქმით, სათანადო მკურნალობა არ ჩაუტარდა.
“გვიანი იყო აბაზანაში რომ გავედით. ფეხი ამისრიალდა და დავარტყი თავი და სრულიად დავკარგე მხედველობა. მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია გადამიღეს არასრულფასოვნად, თალბუდეზე კონტრაქსტით არ მაქვს გადაღებული და რა დიაგნოზიც მერე დამესვა მე, თურმე სჭირდებოდა ამას კონტრასტული საშუალებით გადაღება თალბუდეზე. და, ამ კონტრასტულმა საშუალებამ გამოიწვია მერე ალერგიული ფონი. ანუ თალები დამისივდა, დამიჩირქდა და საშინელ მდგომარეობაში ვიყავი, რაც სამედიცინო ბარათში საერთოდ არ შეუტანიათ. მხედველობის დაკარგვის ფონზე გადამიყვანეს მე-18 დაწესებულებაში და მხედველობა დაკარგული ადამიანი კიდევ რაღაც რომ აწუხებს, საშინელებაა. მოვუყევი ყველაფერი და საერთოდ არ მიიჩნიეს არც იქ და ამიყვანეს კვლავ ემერტეზე ისევ და კონტრასტულმა საშუალებამ ალერგიული ფონი კიდევ მომცა და ყველაზზე უბედურება ის არის, რომ არასრულად გადამიღეს კიდევ, თვალბუდეზე არ გადამიღეს რეალურად. დირექტორს, დავით დარასელიას, რაც შეეძლო მაგ ადამიანს, რისი დაშავებაც შეეძლო, ყველაფერი დამიშავა – ტელეფონს მიკრძალავდა, სამი-ოთხი თვე სახლში ვერ ვრეკავდი, განცხადებები არ იგზავნება, განცხადებებს არ აგზავნიან პრემიერ-მინისტრის სახელზე, დეესკალაციაში მსვამდა. ინტერესთა კონფლიქტი იყო თვითონ მე-12 დაწესებულების თანამშრომლებმა რაც მითხრეს თათბირზე რას იძახდა დავით დარასელია ჩემზე, როგორ უნდა მომქცეოდნენ და მინდა, გაშუქდეს ეს ყველაფერი, რომ სხვა ასე ვერ დაჩაგროს დავით დარასელიამ”, – ამბობს აკაკი გულიაშილმა.
