Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარადგინა – საუბარია მზია ამაღლობელზეც

March 3, 2026
“არ ვიცი, სად იმყოფება” – “სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის ადვოკატი “მეტრონომთან” კომენტარს აკეთებს

ევროპის საბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმამ ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია საქართველოს შესახებაც, სადაც ვკითხულობთ, რომ ქვეყანაში ვითარება საგანგაშო ტემპით გაუარესდა.

დოკუმენტში საუბარია საქართველოში დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის შესახებაც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში მზია ამაღლობელის საქმიანობა პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

“2025 წლის 6 აგვისტოს უკიდურესად პოლიტიზებული სასამართლო პროცესი ჩატარდა, სადაც 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ორი ყველაზე პრესტიჟული დამოუკიდებელი მედია გამოცემის, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელს, მზია ამაღლობელს. მისი საქმიანობა საქართველოში პრესის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლო გახდა. “ქართული ოცნების” მხრიდან მედიის გაძლიერებული რეპრესიების ფონზე, ეს ფაქტი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა… ჟურნალისტი 2025 წლის იანვარში, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით დააპატიმრეს. დაკავების მიზეზი ბათუმში, დემოკრატიული საპროტესტო აქციის დროს პოლიციის უფროსთან მომხდარი მცირე შელაპარაკება გახდა. წარდგენილი ბრალის არაპროპორციულმა ხასიათმა ნათელი გახადა, რომ ამაღლობელს მიზანმიმართულად სჯიდნენ ჟურნალისტიკის მიმართ მისი ერთგულებისთვის” – წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მზია ამაღლობელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს დამოუკიდებელი მედიალანდშაფტის განვითარებისთვის და ჟურნალისტური სტანდარტის ჩამოყალიბებისთვის. მის მიერ თანადაფუძნებული “ბათუმელები” და “ნეტგაზეთ” საქართველოს ერთ-ერთი პოპულარული, მრავალი ჯილდოს მფლობელი ონლაინ გამოცემებია, რომლებიც აქტიურად აშუქებენ კორუფციასა და ადამიანის უფლებების დარღვევების ფაქტებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი 11 საათით შეწყდა – გადაამოწმეთ მისამართები
  • “ელენე ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება” – ნიკა გვარამია
  • ქვრივიშვილის ანაბარი 2025 წლის განმავლობაში ლარში 400 000-მდე, დოლარში კი 343 000-მდე გაიზარდა – 2025 წელს მინისტრის პოსტზე მან ხელფასის სახით 111 277 ლარი მიიღო

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge