Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ელენე ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება” – ნიკა გვარამია

June 29, 2026
“ელენე ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება” – ნიკა გვარამია

დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება, – ამის შესასხებ კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ ქალთა მე-5 პენიტენციურ დაწესებულებასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ელენე ხოშტარიასთან ექიმების შესვლის შემდეგ, უკვე 14:00 საათზე “ცვლილებისთვის” წევრები სანდრო ეულის ქუჩაზე პენიტენციურ დაწესებულებასთან შეიკრიბებიან, სადაც უწყებს გადაწყვეტილებას დაელოდებიან.

ნიკა გვარამია მოქალაქეებს მოუწოდებს, მხარდაჭერის მიზნით, სანდრო ეულის 3 ნომერთან მივიდნენ. მისი თქმით, თუ გადაწყვეტილება იქნება უარყოფითი და პენიტენციური უარს იტყვის ელენე ხოშტარიას მრავალპროფილურ კლინიკში გადაყვანაზე, ისინი საპასუხო ადეკვატურ ნაბიჯებს გადადგამენ.

“ჩვენ აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ დავაკვირდეთ პროცესებს, რომელიც ელენესთან ექიმების შესვლას უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო დასკვნისთვის ბოლო ვიზიტს, იმიტომ, რომ ამის შემდეგ ჩვენ 14:00 საათზე გვექნება უკვე შეხვედრა პენიტენციურ სამსახურთან თბილისში, კერძოდ, ჯანდაცვის დეპარტამენტთან და ვიმედოვნებთ, რომ დღეს ყველაფერი დასრულდება იმით, რომ ელენეს ჯანმრთეობის მდგომარეობაზე საბოლოო, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ექიმები შევლენ უკვე რამდენიმე წუთში ციხეში, როგორც უკვე მოგახსენეთ, იქნება საბოლოო დასკვნა მათი მხრიდან და ჩვენ ვიცით, რომ ელენეს მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს დაუყოვნებლივ ჩარევას. ეს მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს. არ შეიძლება, ადამიანი უკანონო პატიმრობის გარდა ასევე იმყოფებოდეს უმძიმესი ტკივილების ქვეშ, რაც უტოლდება მის წამებას და არაადაიანურ მოპყრობას.

მე მინდა, ყველას გთხოვოთ, დღეს, 14:00 საათზე სანდრო ეულის 3 ნომერში შევიკრიბოთ პენიტენციური დაწესებულების შენობის წინ და დაველოდოთ გადაწყვეტილებას, დასკვნას, რომელიც, იმედი მაქვს, იქნება ადეკვატური და მოგვცემენ შესაძლებლობას, ელენეს ჯანმრთელობა გამოვასწოროთ და მოვუხსნათ ის მძიმე და აუტანელი ტკივილები, რომელიც მას გამოწვეული მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ჩვენ არ ვაპირებთ ამ წუთში რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღებას და ველოდდებით კვლავ ადეკვატურ გადაწყვეტილებას, თუმცა მისი მიუღებლობის შემთხვევაში ჩვენი ნაბიჯებიც იქნება აეკვატური და საპასუხო იმ იმ უარყოფითი გადაწყვეტილებისა, თუ ამგვარი იქნება მიღებული. ხაზს გავუსვამ, ჩვენ ამ წუთში პოლიტიკურ კაპიტალიზაციას ამ საკითხზე არ ვაპირებთ, ჩვენთვის უმთავრესი და გადამწყვეტი არის ჩვენი მეგობრის, თანამოაზრის და თანამებრძოლის სიცოცხლის გადარჩენა” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ელენე ხოშტარიას, პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს პირადი ექიმი, მაკა იოსელიანი მოინახულებს. სავარაუდოდ დღეს გადაწყდება გადაიყვანენ თუ არა ქალ პოლიტიკოს რუსთავის ციხიდან სამოქალაქო კლინიკაში სამკურნალოდ.

რამდენიმე დღის წინ კი ადვოკატებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ფარულავა აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “როცა დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება რთულია” – რას ამბობს შარმანაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge