Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

ქვრივიშვილის ანაბარი 2025 წლის განმავლობაში ლარში 400 000-მდე, დოლარში კი 343 000-მდე გაიზარდა – 2025 წელს მინისტრის პოსტზე მან ხელფასის სახით 111 277 ლარი მიიღო

June 29, 2026
მარიამ ქვრივიშვილის ხელფასი 13 600 ლარი გახდა

ქვრივიშვილის ანაბარი 2025 წლის განმავლობაში ლარში 400 000-მდე, დოლარში კი 343 000-მდე გაიზარდა – 2025 წელს მინისტრის პოსტზე მან ხელფასის სახით 111 277 ლარი მიიღო – ინფორმაციას BMG ავრცელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია განაახლა, საიდანაც ირკვევა, რომ მისი შემოსავალი გაიზარდა. მას წლის ბოლოსთვის მცირედი დანაზოგი 3 346 გირვანქა სტერლინგშიც ჰქონდა შენახული.

BMG წერს, რომ 2024 წლის ბოლოსთვის მარიამ ქვრივიშვილს ჰქონდა 114 900 ლარის, 309 000 დოლარის და 2 467 გირვანქა სტერლინგის ანაბარი. აპრილში შევსებულ დოკუმენტში ქვრივიშვილი უთითებს, რომ 2025 წელს მან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე 111 277 ლარის ხელფასი მიიღო, მისმა ქმარმა ოთარ ბერიშვილმა კი რომელიც „აჭარა ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორია 328 715 ლარის ხელფასი.

გამოცემა წერს, რომ ეკონომიკის მინისტრი 2025 წლის ბოლოსთვის შპს ეარლაინ რეპრეზენთეიშენ გრუპ-ში 30%-იან წილს ფლობდა, საიდანაც 179 700 ლარის შემოსავალი, ხოლო კომპანია „ვოიაჟერიდან“, სადაც 10%-იან წილს ფლობს 170 134 ლარის შემოსავალი მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიებიდან მისი შემოსავალიც გაიზარდა [2024 წელს – 154 500 ლარი; 158 000 ლარი]. ამასთან, გასულ წელს ოთარ ბერიშვილმა თიბისი ბანკიდან 152 000 ევროს სამომხმრებლო სესხი აიღო, მას აქვს ასევე „თიბისი ბანკში“ სესხი 170 000 ევროს და 63 100 ევროს მოცულობით. ხოლო სხვადასხვა კომპანიების აქციების გაყიდვით 26 847 ლარის შემოსავალი მიიღო. 55 152 ლარად შეიძინა საწარმოს 50%-იანი წილი, რომელიც 2026 წელს გასხვისდა.

მარიამ ქვრივიშვილმა კი უძრავი ქონების გაქირავებით წლის განმავლობაში 13 287 დოლარის შემოსავალი მიიღო.

ქვრივიშვილმა მის ქმართან ერთად თანაბრად 2025 წელს რემონტზე 100 000 ლარი დახარჯა. მეგობარმა კი 20 000 დოლარი დაუბრუნა, რომელიც მას ქვრივიშვილმა 2025 წელს მისცა. თანხები გასესხებული ჰქონდა ოთარ ბერიშვილსაც 3 000 ლარი, 2000 დოლარი და 26 000 ევრო, ასევე მან უძრავი ქონების გაქირავებიდან 15 251 ლარი მიიღო. ბერიშვილმა საბროკერო პლატფორმაზე ჯამში 6 000 დოლარი შეიტანა, ხოლო საბროკერო ანგარიშიდან 5000 დოლარი გადაიტანა. მას ჰქონდა 26 700 დოლარის ხარჯში „ჰარვარდის უნივერსიტეტში“ სწავლის საფასურის დასაფარად. ასევე მეგობარმა 15 000 ლარი დაუბრუნა და 5000 ლარი გააჩუქა. ამასთან, მეგობარმა მას ნივთის შესაძენად 3 265 ლარი დაუბრუნა.

დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილი ფლობს:
• 147კვ.მ ბინას თბილისში, პავლე ასლანიდის ქუჩაზე, რომელიც შეძენილი აქვს 98,000 დოლარად;
• 1047კვ.მ მიწის ნაკვეთს წავკისში, რომელიც 2022 წელს, 139,251 დოლარად შეიძინა;
• მის მეუღლეს ეკუთვნის სამი ბინა თბილისში (ორი მათგანი ნიაღვრის ქუჩაზე, ერთი ბახტრიონის ქუჩაზე, საერთო ღირებულება 208,000 დოლარი), და არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც პრივატიზებულია და მის ღირებულებად 0 ლარია მითითებული.

ძვირფასი ნივთები და ავტომობილები
• დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილზეა რეგისტრირებული BMW X6 – 2018 წლის მოდელი, რომელიც 60,000 დოლარად შეიძინა
• Rolex-ის ორი საათი (ერთი ნაჩუქარი, მეორე ნაყიდი). Cartier-ის სამაჯური და ბეჭედი, რომელთა ჯამური ღირებულება 10,500 დოლარს შეადგენს.

მარიამ ქვრივიშვილი წილებს ორ კომპანიაში „ეარლაინ რეპრეზენთეიშენში“ და „ვოიაჟერში“ ფლობს. მის ქმარი წილებს მინერალ მაინინგ კორპორეიშენში 30%-ს და ვორქლინკ ინტერნეიშენალში კი 50% მართავს. ის არის “აჭარა ჰოლდინგის” მმართველი დირექტორი და სხვა შვილობილ კომპანიებში დირექტორი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გიგა ფარულავა აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას არ გამოუკითხავს
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს
  • “როცა დედის გინებაზე გადავა საქმე და ჩხუბი ამტყდარია, იქ რაღაცის გაკონტროლება რთულია” – რას ამბობს შარმანაშვილი პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge