ლევან მახაშვილი კომენტარს აკეთებს საქართველოსა და აშშ-ის მიმდინარე ურთიერთობაზე.
“ჩვენ ლოდინის დიდი უნარი გვაქვს. ერთი წელი იქნება, ორი თუ რამდენი ხანიც დასჭირდა ამ პროცესს, ჩვენ მზად ვართ, არა ემოციურად, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად დაველოდოთ იმ შესაძლებლობას, როდესაც სამართლიან ნიადაგზე იქნება ამ ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობა. ჩვენ არ გვინდა ურთიერთობების აღდგენა ყველაფრის ფასად, თორემ იქნებოდა აქამდე, რა თქმა უნდა, ურთიერთობის გადატვირთვის შესაძლებლობა.
ჩვენ ურთიერთობის აღდგენა გვინდა ურთიერთპატივისცემის და სამართლიანობის ნიადაგზე და ამ ნაწილში ის დინამიკა, რაც ბოლო პერიოდში ვითარდება, გვიჩენს იმის იმედს, რომ ჩვენ შევძლებთ უახლოეს მომავალში ამის გაკეთებას, მაგრამ კიდევ ერთხელ, ჩვენ ლოდინის დიდი უნარი, შესაძლებლობა გვაქვს, არსად ეჩქარება ამ ქვეყანას, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში. მშვიდად დაველოდებით. ჩვენს ნაბიჯებს გადავდგამთ, რა თქმა უნდა, რაც ხელისუფლების ხელთ არის და პასუხისმგებლობაა, მაგრამ დაველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს“ – ამბობს მახაშვილი.
