დუბაიში საცხოვრებელ ზონაში აფეთქება მოხდა – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დუბაის პალმ-აილენდის საცხოვრებელ უბანში რაკეტა ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.
ასევე, მედიის ინფორმაციით, ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტში დრონით დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც რამდენიმე მუშა დაშავდა. აფეთქებების ხმა გაისმა დოჰაშიც.
