ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს რუსეთის მხრიდან მიმდინარე შეტევებზე – “წუხელ რუსეთი კვლავ ებრძოდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებს”.
“წუხელ რუსეთი კვლავ ებრძოდა კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლებს. 420 დრონი, რომელთა უმეტესობაც შაჰედია და 39 სხვადასხვა ტიპის რაკეტა, მათ შორის 11 ბალისტიკური, ისროლეს ჩვენი ხალხის მიმართულებით. ნგრევაა რვა ოლქში: დაზიანებულია მრავალი კერძო და მრავალსართულიანი სახლი. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაშავებულია ათობით ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვები.
დაარტყეს ასევე გაზის ინფრასტრუქტურას პოლტავის ოლქში, ელექტროქვესადგურებს კიევისა და დნიპროპეტროვსკის ოლქებში. მაშველები მუშაობდნენ ჩერნიჰივის, ზაპორიჟიეს, ხარკოვის, კიროვოჰრადის, ვინიცის, კიევის ოლქებსა და დედაქალაქში.
დღეს ნასროლი რაკეტების უმეტესობის ჩამოგდება მოხერხდა იმის წყალობით, რომ პარტნიორებმა ოპერატიულად გამოგზავნეს საჰაერო თავდაცვის რაკეტების ნაწილი, რაზეც ბოლო „რამშტაინის“ დროს შევთანხმდით. სამწუხაროდ, ეს უბრალოდ იღბალი იყო. ეს ნიშნავს, რომ საჭიროა კიდევ უფრო აქტიური მუშაობის გაგრძელება. ჯერ კიდევ არის სიცივე და საჰაერო თავდაცვის რაკეტები ყოველდღიურად გვჭირდება, სანამ რუსეთი ჩვენი ენერგეტიკის განადგურებას ცდილობს. მადლობა ყველას, ვისაც ეს ესმის და გვეხმარება” – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.
გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის კიევში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაბომბა.
