ირაკლი კობახიძე ვანო ზარდიაშვილის მიერ სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის თანამდებობის დატოვების შესახებ გავეცელებულ ცნობებს ეხმაურება.
კობახიძემ ზარდიაშვილი შეაქო და თქვა, რომ მასი საქმიანობა წარმარტებული იყო. იგი ამტკიცებს, რომ ზარდიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში უამრავი თანხა დაიზოგა.
“მე ვერ გეტყვით, ამასთან დაკავშირებით მიიღება გადაწყვეტილებები უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროში. ერთადერთი რამ შმიძლია გითხრათ: ვანო ზარდუიაშვილის ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია, უამრავი თანხა დაიზოგა მისი ხელმძღვანელობით ელექტროსისტემაში. ძალიან ბევრი პროექტის ოპტიმიზაცია მოხდა, რის საფუძველზე სახელმწიფო ეკონომიურად ახორციელებდა შესაბამის პროექტებს. მე მხოლოდ დადებითი შემიძლია ვთქვა ვანო ზარდიაშვილთან დაკავშირებით. მისი საქმიანობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იყო წარმატებული. დანარჩენი მისი გადასაწტვეტია. ეს გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროში მიიღება და ამაში მე არ ჩავერევი”- აცხადებს ირაკლი კობახიძე.
