პალმის ზეთი მრავალ საკვებ პროდუქტში შემავალი ინგრედიენტია, მათ შორის კოსმეტიკასა და საყოფაცხოვრებო ქიმიაშიც.
ხშირად გვესმის, რომ ამ ტიპის მცენარეული ზეთი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. რამდენად საფუძვლიანია ეს შეშფოთება?
რა არის პალმის ზეთი?
პალმის ზეთი მიიღება პალმის ხის ნაყოფიდან. ეს მცენარე დასავლეთ აფრიკაშია, მაგრამ ის კარგად იზრდება ნებისმიერ ნოტიო ტროპიკულ კლიმატში და დღეს პალმის ზეთის უმეტესი ნაწილი (დაახლოებით 85%) ინდონეზიასა და მალაიზიაში იწარმოება.
პალმის ზეთი ფართოდ გამოიყენება კვების და კოსმეტიკის ინდუსტრიებში მისი შედარებით ხელმისაწვდომი ფასისა და ხანგრძლივი შენახვის ვადის გამო.
რომელ პროდუქტებსა და საქონელში გამოიყენება პალმის ზეთი?
პალმის ზეთი გვხვდება სხვადასხვა პროდუქტებში – ძირითადად გადამუშავებულ საკვებში, სწრაფი კვების პროდუქტებსა და მზა საკვებში. ხშირად უმატებენ:
ორცხობილებს, კრეკერებს, კრუტონებს და ა.შ.
პურის გარკვეულ სახეობებს
საუზმის ბურღულეულს
მარგარინს, კარაქს, არაქისის კარაქს და ა.შ.
მომენტალური მომზადების მაკარონს
ცომეულს (ფუნთუშებს, დონატებს, ფენოვან ცომეულს და ა.შ.)
კარტოფილის ჩიფსებს
საკონდიტრო ნაწარმს: ნაყინს, შოკოლადს, კანფეტებს, ნამცხვრებს და ა.შ.
ბავშვის საკვებს. განაგრძეთ კითხვა…
