Tuesday, July 21, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რა გახდა დედაქალაქის დატბორვის მიზეზი – ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

July 21, 2026
უხვი ნალექი დედაქალაქში – რა ხდება  აღმაშენებლის ხეივანზე ამ წუთებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2026 წლის 20 ივლისის ღამის საათებიდან და 21 ივლისის დილამდე, თბილისის უმეტეს ტერიტორიაზე აღინიშნა სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი, რის შედეგადაც, ქალაქის ცალკეულ უბნებში დაიტბორა ქუჩები და დროებით გადაიტვირთა ურბანული ინფრასტრუქტურა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეტეოროლოგიური დაკვირვებების მიხედვით, ნალექების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე აღინიშნა, სადაც დაახლოებით რვა საათის განმავლობაში 110 მმ ნალექი მოვიდა, რაც თბილისის მასშტაბით ივლისის თვის რეკორდული მაჩვენებელია. ამასთან, ერთ საათში (20.07.23:00-21.07.00:00) ამ რაოდენობის ნახევარზე მეტი, 54.5 მმ დაფიქსირდა, რაც თბილისისთვის ივლისის თვის კლიმატურ ნორმას 30%-ით აღემატება.

სააგენტოს მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებით, ნალექების რაოდენობამ შეადგინა: ტაბახმელის სადგურზე 25.07 მმ, ვაშლიჯვარის სადგურზე 55.8 მმ, ბაგების სადგურზე – 75.2 მმ, სოხუმის უნივერსიტეტის სადგურზე – 69.1 მმ, მუხათწყაროს სადგურზე – 87.3 მმ, მცხეთის სადგურზე – 1.5 მმ, ხოლო, აღმაშნებელის გამზირზე მდებარე სადგურზე 95.1 მმ შეადგინა.

აღნიშნული მონაცემებით, ნალექი ქალაქის მასშტაბით არათანაბრად გადანაწილდა, რაც კონვექტიური პროცესებისთვის დამახასიათებელი თვისებაა. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი თბილისის დასავლეთ და ცენტრალური ნაწილის ცალკეულ უბნებში დაფიქსირდა.

„დღის განმავლობაში ზედაპირული ჰაერის მნიშვნელოვანი გათბობის, ატმოსფეროს ქვედა ფენებში ტენის მაღალი შემცველობისა და ზედა ფენებში შედარებით ცივი ჰაერის შემოჭრის ფონზე ატმოსფეროს ძლიერი არამდგრადობა შეიქმნა. ასეთ პირობებში სწრაფად განვითარდა მძლავრი კონვექტიური ღრუბლები, რომლებმაც მცირე ტერიტორიაზე, დროის მოკლე მონაკვეთში, ინტენსიური წვიმა გამოიწვია.

მსგავსი მოვლენების დროს დამახასიათებელია ნალექის ძირითადი ნაწილი რამდენიმე საათში მოსვლა. მოცემულ შემთხვევაში, დაახლოებით 7-8 საათის განმავლობაში დედაქალაქის ფარგლებში თვის ნორმაზე 1.5-ჯერ, ხოლო ცალკეულ უბნებში 2.5-ჯერ მეტი ნალექის რაოდენობა მოვიდა. სწორედ ნალექის ასეთი მაღალი ინტენსივობა წარმოადგენს წყალმოვარდნების, ქუჩების დატბორვისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გადატვირთვის ერთ-ერთ ძირითად მიზეზს.

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების პირობებში იზრდება არა მხოლოდ ექსტრემალური ნალექების სიხშირე, არამედ მათი ინტენსივობაც. შესაბამისად, სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც მცირე დროში დიდი რაოდენობით ნალექი მოდის, რაც ზრდის უეცარი დატბორვებისა და სხვა ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების განვითარების რისკს.

გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების უწყვეტ მონიტორინგს და მოსახლეობას ოპერატიულად აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი სახიფათო მოვლენების შესახებ“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “საჭესთან გარდაცვლილის ძმა იჯდა… შოკში იყო”- რას ჰყვება თვითმხილველი შემზარავ ავარიაზე, რომელსაც 35 წლის ქალი ემსხვერპლა
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  • გიორგი გახარია განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge