თელავში, რუსთაველის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ჯიპი და მოპედი შეეჯახა.
შეჯახების შედეგად დაშავდა მოპედის მძღოლი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა სხვადასხვა სახის დაზიანებით, კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
