ეს არის წმინდა წყლის ფორმალობა, გისმენენ, მაგრამ ახმოვანებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც უთხრეს, რომ უნდა გაახმოვანონ, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ სასამართლოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხარო რეალობაში იმყოფება ქვეყანა და ეს კარგს არაფერს მოუტანს.
“სამწუხაროა ეს რეალობა, რომელშიც ვიმყოფებით, მე მგონი ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი დაპირისპირება, ასეთი ზიზღის დანრგვა, ასეთი ტიპის პროცესები ამ ქვეყანას კარგას არაფერს მოუტანს. ყველას უნდა ესმოდეს, მათ შორის “ოცნების“ წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, რომ ამ ქვეყანას ამ დაპირისპირების გაძლების დიდი რესურსი არ აქვს. არ შეიძლება სასამართლოს და მართლმსაჯულების სისტემის ასე გამოყენება, კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, უნდა შევწყვიტოთ დაპირსპირება ქვეყანაში, ასეთი პროცესები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს, უნდა გავაერთიანოთ ჩვენი საზოგადოება, უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის შეუწყნარებლობა, რადგანა ახლა ჩვენ ვხედავთ, ეს არის პროცესი, განსხვავებული აზრის წინააღმდეგ, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მისი და მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ არანარი მტკიცებულება არ არსებობს.
ეს არის წარმოუდგენელი ფაბრიკაცია, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, – დასძინა მან.
