“ივანიშვილის სანქციებს ვერ ტრამპ-თაუერის მშენებლობამ უშველა და ვერც ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა” – ასე ეხმაურება “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტის გააწყვეტილებას, რომლემაც ივანიშვილი კვლავ სასანქციო სიაში დატოვა.
ნათელშვილი ამბობს, რომ ახლა რიგი ევროკავშირზეა – ოპოზიციონერი ლიდერი “ქართული ოცნების” დამფუძნებელზე დაპატიმრებსი ორდერის გაცემას ითხოვს.
“ბიძინა ივანიშვილს ამერიკამ კვლავ გაუგრძელა სასანქციო რეჟიმი. ვერ უშველა ოლიგარქს ტრამპ-თაუერის მშენებლობამ იპოდრომზე და ტრამპის ოჯახში გაგზავნილმა ჩურჩხელებმა. ამ ფონზე გამოიფხიზლა ევროპარლამენტმაც და მოითხოვა ივანიშვილის, პაპუაშვილის, კობახიძის და კალაძის დასანქცირება.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არაფრისმთქმელი რეზოლუციები ევროკავშირში ჩაბარდება წარსულს და ისინი გადავლენ რეაურ მოქმედებებზე, რაც უნდა გამოიხატოს ივანიშვილის, მისი ოჯახის და მისი გარემოცვის სრულ სანქცირებაში, ოლიგარქისთვის ევროკავშირის მოქალაქეობისა და საპატიო ლეგიონერის წოდების ჩამორთმევაში, მისი ქონების გაყინვა-გაკულაკებში, მთელი პარლამენტის წევრების დასანქცირებაში, ივანიშვილზე დაპატიმრების ორდერის გამოწერაში, ჰააგის ტრიბუნლზე გასაცემასა და მის დასაკავებლად სპეციალური საპოლიციო ოპერაციის ჩატარებაზე საქართველოს ყველა იმ რეგიონში, სადაც შეიძლება თავს აფარებდეს ჩვენი ქვეყნის დამაქცევარი”, – ამბობს შალვა ნათელაშვილი.
