“კობახიძეზე უფრო გამოუვალი მდგომარეობა ამ ქვეყანას არ უნახავს” – ასე ეხმაურება “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელია მთავრობის მეთაურის დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც ევროპული დღეების ღონისძიებაზე ჯგუფ “გამოუვალი მდგომარეობის” მიწვევა გააპროტესტა.
რაც შეეხება კობახიძის არ მისვლას თელავში, ევროპის დღეებზე – გეგელია ამბობს, რომ “კობახიძე არის რუსი, მხოლოდ რუსეთის დღეებზე შეუძლია სიარული”.
“მე ვფიქრობ, რომ ძალიან ირონიულია, როდესაც კობახიძე ლაპარაკობს გამოუვალ მდგომარეობაზე, რადგან კობახიძეზე უფრო გამოუვალი მდგომარეობა ამ ქვეყანას არ უნახავს თავის ათასწლოვან ისტორიაში.
რა თქმა უნდა, ყველათვის ცხადია, რატომ გვემალება კობახიძე, რატომ არ არის ის ელჩების და ჩვენი ხალხის გვერდით დღეს. ამას აქვს მარტივი ახსნა, კობახიძე არის რუსი და მხოლოდ რუსეთის დღეებზე შეუძლია სიარული. იქ სადაც კანონის უზენაესობაა, ნამდვილი კეთილდღეობა და ცივილიზებული პოლიტიკური კავშირის დღე აღინიშნება, იქ არ არის მისი ადგილი. მისი ადგილი არის ჰესბოლას და ჰამასის ტერორირსტებსი გვერდით,ს ადაც ის დადის”, – აცხადებს გრიგოლ გეგელია.
