„სწავლაზე ორიენტირებული გარემოს უზრუნველსაყოფად სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენების წესი შემუშავდება“ – ამის შესახებ აღნიშნულია ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში, რომელიც მთავრობამ უკვე დაამტკიცა.
კონცეფციის თანახმად, ტელეფონების გამოყენების წესის შემუშავება მოსწავლეთა კონცენტრაციას გააძლიერებს და ქცევის ჯანსაღ მოდელს ჩამოაყალიბებს.
„ინფრასტრუქტურული პოლიტიკა არ შემოიფარგლება მხოლოდ ახალი სკოლების მშენებლობით ან რეაბილიტაციით. მნიშვნელოვანია სკოლის სივრცეების გონივრული და მოქნილი ათვისება. სასკოლო ინფრასტრუქტურა განვითარდება მრავალმხრივი მიდგომით, რომელიც მოიცავს როგორც მასშტაბურ მშენებლობასა და რეაბილიტაციას, ისე რესურსების მიზნობრივ გადანაწილებას. გაგრძელდება სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის თანმიმდევრული, წლიურად დაგეგმილი პოლიტიკის განხორციელება.
განაგრძეთ კითხვა კითხვა აქ.
