Wednesday, July 8, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

July 8, 2026
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და ყაჩაღობის ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ბოლო დღეების განმავლობაში, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებით მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს მსჯავრდებულ ბაჩანა ახალაიას ბრალდება ედავება ბიძინა ივანიშვილის დამხობისაკენ საჯაროდ მოწოდებას, რაც ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არასწორია, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც უწყება მის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში განმარტავს, ბაჩო ახალაიას ედავებიან არა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ განცხადების გაკეთებას, არამედ სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდებას.

„კიდევ ერთხელ საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ ბაჩანა ახალაიას ბრალდების დადგენილების თანახმად, 2026 წლის 16 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბაჩანა ახალაიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა წინასასამართლო სხდომა, სადაც ბაჩანა ახალაიამ სიტყვით სარგებლობისას განაცხადა, რომ „ეს ხელისუფლება არის დასამხობი, რაც შეიძლება სწრაფად და სასტიკად. ნებისმიერი ფორმით და ნებისმიერი გზით. ეს არის ერთადერთი გზა და ჩვენ, მეც თქვენც და ნებისმიერს გვაქვს ლეგიტიმური უფლება ამის გაკეთების და ჩვენს შორის ყველაზე კეთილსინდისიერებს გვაქვს ამის ვალდებულება“. შესაბამისად, მისი ქმედება – სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ მოწოდება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით, რაც 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

აღნიშნულიდან გამომდინარე თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2026 წლის 6 ივლისს, ბაჩანა ახალაია დამნაშავედ ცნო და განუსაზღვრა 2 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა”, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “თუ გინდათ პროცესში დამლაგებლად შევალ, ოღონდ საქმე გავაკეთო” – ნანუკა ჟორჟოლიანი
  • რა ღირს 1 გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
  • “თუ გაგრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია, რუსეთში გაქრება არა მარტო ბენზინი, არამედ ელექტროენერგია, გაზი, წყალი და საკვებიც” – რას ამბობს რუსი პოლიტიკოსი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge