ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დუშეთის მუნიციპალიტეტში. ჟინვალი-ანანურის მონაკვეთთან, გაზით დატვირთული ტრაილერი გადაბრუნდა და აალდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა მძღოლი, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
საფრთხის გამო, ამ დროისთვის აღნიშნულ მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებულია.
